ხანდახან მგონია, რომ ბედნიერებას საკუთარი ხელებით
ვძერწავ,
მერე საგულდაგულოდ ვფუთავ და ასეთი ფორმით ვაჩვენებ
გამვლელთ,
რომელთაც ისე აინტერესებთ სხვისი ცხოვრება,
რომ საკუთარს ადვილად ივიწყებენ...
ვხვდები, დღის ბოლოს დაღლილ - დაქანცული
რატომ ვჯდები
საჩრდილობლად
იმ ხის ქვეშ...
რატომ მეშინია მზის სხივების და რატომ მაწუხებს
ადამიანთა სევდა,
მაგრამ არ ვამხელ...
ჩემში დამალულ ევასაც არ ვუმხელ ხშირად.
რადგან ვიცი, ჩემი ცხოვრება მე არ მეკუთვნის
მხოლოდ და მხოლოდ,
იმდენი თვალი ინაწილებს
ხანდახან მას,
რომ მეშინია,
მე მხოლოდ სიცარიელე
არ დამრჩეს მისგან...
მეშინია, ამიტომაც საკუთარი ხელით ისევ ვძერწავ
ბედნიერებას,
რომელიც დღეს თუ არა, ხვალ ისევ დასჭირდებათ
სხვებს...
P.S - მიხარია,
მე ვცოცხლობ თქვენთვის!
ქეთევან ილურიძე