გაკვეთილის გეგმები

                                                     სამოდელო გაკვეთილის გეგმა  
           
                                 (პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი)


საგანი
ქართული ლიტერატურა
მასწავლებელი
ქეთევან ილურიძე
კლასი
IX1
თარიღი
2017 წლის 23 მაისი
თემა
ნ. ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“
მიზანი
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პოემის მიხედვით პერსონაჟთა ( მეფე ერეკლე, სოლომონ ლიონიძე,სოფიო) დიალოგზე დაკვირვებით განსაზღვრონ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოზიცია ქართლის ბედთან დაკავშირებით .გამოუმუშავდეთ მსჯელობის დროს არგუმენტაციის უნარი,შეარჩიონ დამაჯერებელი და ეფექტური არგუმენტები,შეძლონ კამათის დროს განსხვავებული აზრის მოსმენა; ჯგუფური მუშაობისათვის აუცილებელი უნარების გამომუშავება
(მაგალითად: ურთიერთთანამშრომლობა)
პრობლემა
პოემაში დგას ქართლის ბედის გადაჭრის საკითხი კრწანისის ომის შემდგომ. კერძოდ, ერთმანეთს უპირისპირდება ორი თვალსაზრისი  --- ერეკლე მეფე ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი დაუკავშიროს ერთმორწმუნე რუსეთს, მისი მსაჯული სოლომონ ლიონიძე უპირისპირდება მეფის პოზიციას. მისი თვალსაზრისით, ქვეყნისათვის უმთავრესია თავისუფლება.ამ ფონზე ჩნდება პრობლემა --- ჩანს თუ არა პოემაში პოეტის პოზიცია?რომელი პერსონაჟის პოზიციას იზიარებს ნ. ბარათაშვილი? არის თუ არა პოეტი „ გაორებული“---გულით სოლომონის მხარეს, გონებით კი მეფე ერეკლესი?!
სტანდარტი
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
·         ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
·         აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
·         აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·         ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;

წინარე ცოდნა
ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“
ნ . ბარათაშვილის ლექსები „ სუმბული და მწირი“, „ საფლავი მეფის ირაკლისა“
ს. ლიონიძის წერილი“ გლოვა მეფის ირაკლის მეორისა“
რესურსები
1)მე-9 კლასის ქართულიენა და  ლიტერატურა (სახელმძღვანელო)( ავტორ-შემდგენელები: ვახტანგ როდონაია,ნინო ნაკუდაშვილი,ავთანდილ არაბული)
2)ფორმატები
3)მარკერები
შეფასება
მოსწავლეებს შევაფასებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებით. შეფასდება: ტექსტის ცოდნა, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, დასაბუთებული მსჯელობა, განმავითარებელი შეფასებით მივმართავ ჯგუფებს (მივუთითებ,რამდენად ითანამშრომლეს ერთმანეთთან, რამდელად სწორად წარმართეს მსვლელობა).
იხ. დანართი
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხებიგავარკვევ, ვინ არ ესწრება გაკვეთილს.მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს, რომლებსაც გამოვიყენებ გაკვეთილზე. ( დრო 2 წუთი)
აქტივობა 2. პრობლემის იდენთიფიცირება და ანალიზი.მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს, რომელთა გზითაც ჩამოაყალიბებენ პრობლემას და გაიაზრებენ.
რა ისტორიული ფონი უდევს საფუძვლად პოემას? როდის ხდება წარმოდგენილი ამბავი? როგორია კრწანისის ომის შედეგი? სად შეაფარა თავი მეფე ერეკლემ და რატომ გახდა ეს აუცილებელი? რა საკითხზე ფიქრობენ და კამათობენ პატრიოტი ქართველები ( მეფე და მისი მსაჯული)?ჩანს თუ არა პოემაში პოეტის პოზიცია?  ( კლასის ორგანიზების ფორმა საერთო-საკლასო, დრო 10 წუთი)
აქტივობა 3. პრობლემის დანაწევრება და იდეების გენერირება, ინფორმაციის ამოკრება -შერჩევა. ტექსტში ორი პოზიცია უპირისპირდება ერთმანეთს,საინტერესოა ასევე,რომ პოემა შექმნილია XIX  საუკუნეში, მაშინ , როცა ქვეყანას დაკარგული აქვს თავისუფლება და ცხოვრობს „რუსობაში“. პრობლემის გადაჭრისას სამოვე ასპექტი გასათვალისწინებელია, ამიტომაც, მოსწავლეებს გავანაწილებ სამ ჯგუფად:
პირველ ჯგუფს დავავალებ, ტექსტიდან ამოკრიბობ მეფე ერეკლესეული არგუმენტები...( გაიხსენონ ლექსი „საფლავი მეფის ირაკლისა“)
მეორე ჯგუფს დავავალებ, ტექსტიდან ამოკრიბონ სოლომონ ლიონიძისეული არგუმენტები ( გაიხსენონ ლექსი „ სუმბული და მწირი“, სოლომონ ლიონიძის წერილი „გლოვა მეფის ირაკლის მეორისა“
მესამე ჯგუფმა გამოკვეთოს ის ისტორიული ფონი, რომელიც აწერინებს რომანტიკოს პოეტს რეალიზმის ნიმუშს --- პოემა „ბედი ქართლისას“.( კლასის ორგანიზების ფორმა  ჯგუფური, დრო 10 წუთი)
აქტივობა 4. ჯგუფების პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ დავალებას. დაფაზე თვალსაჩინოდ გამოაკრავენ ფორმატებს, რომლებზეც თეზისებად ჩამოწერილი ექნებათ არგუმენტები.( დრო 10 წუთი)
აქტივობა 5. მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ გაკვეთილის მიზანს, რამდენად გამოიკვეთა მათი პრეზენტაციების შედეგად ავტორისეული პოზიცია. სავარაუდოდ, კლასში მოსწავლეთა თვალსაზრისი სამად გაიყოფა, ნაწილი იტყვის , რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი მეფის პოზიციას იცავს, ნაწილი --- სოლომონის, ნაწილი ავტორის „ გაორებაზე“ ისაუბრებს. მოსწავლეთა თვალსაზრისის სწორი მიმართულებით წასაყვანად დავსვამ შეკითხვას--- კამათის დროს ვინ არის მართალი? ის, ვინც მყარ აგუმენტებს გამოთქვამს თუ ის, ვინც მხოლოდ გრძნობებით საუბრობს? (დრო 5 წუთი)
აქტივობა 6.  მოსწავლებს ვთხოვ, გადაჭრან გამოთქმული თვალსაზრისების საფუძველზე პრობლემა.შემდეგ შევაჯამებ მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და მივცემ დავალებას.გაკვეთილის ბოლოს შევაფასებ  მოსწავლეებს.(10 წუთი)
სარეზერვო  3 წუთი

საშინაო დავალება
არგუმენტირებული ესე  - „რას ნიშნავს ქვეყნისთვის თავისუფლება“

_____________________________________________

                                                               სამოდელო გაკვეთილის გეგმა

                                                                       (პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი)


მასწავლებლის სახელი და გვარი --- ქეთევან ილურიძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი)
საგანი --- ქართული ლიტერატურა
კლასი --- X1
თარიღი --- 2017 წლის 26 დეკემბერი
მოსწავლეთა რაოდენობა ---18
გაკვეთილის თემა ---პიროვნული თავისუფლების საკითხი ჰაგიოგრაფიულ გმირთა მხატვრულ სახეებში
გაკვეთილის მიზანი --- პიროვნული თავისუფლების მახასიათებლების განსაზღვრა დედოფალი შუშანიკის, აბო თბილელისა და გრიგოლ ხანძთელის   მხატვრულ სახეებში                
                                              
სტანდარტი ----
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;

ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

·         აკონტროლებს საკუთარ ხმას, მიმიკას და ჟესტიკულაციას;
·         არ არის ზედმეტად კატეგორიული;
 
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

·         გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.)


 ქართ. X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

·         მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ციტატებს და ურთავს კომენტარებს.

რესურსები --- X კლასის სახელმძღვანელო (ქართული ენა და ლიტერატურა, ვ. როდონაია, მ.გიგინეიშვილი, ლ. გრიგოლაშვილი 2012წ.
                            ფორმატები, მარკერები
                             დამატებითი ლიტერატურული მასალები ( ცნობილი ფრაზები პიროვნების თავისუფლებაზე)
                             ეფასების სქებემი
                             პლაზმური დაფა
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
მივესალმები მოსწავლეებს. გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს. შევახსენებ კლასის ორგანიზმების ფორმის (ჯგუფური) მუშაობის წესებს.ასევე გავაცნობ შეფასების სქემებს.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკები
2წთ
2
შევეკითხები მოსწავლეებს ზოგადად რა იციან ჰაგიოგრაფიის შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ ჰაგიოგრაფიული გმირები ( დედოფალი შუშანიკი, აბო თბილელი, გრიგოლ ხანძთელი). რაზე მიგვანიშნებს მათი ცხოვრების არჩევანი. შემდეგ გადავალ  პრობლემაზე---რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება. გაიხსენონ ,რა ისწავლეს ფსიქოლოგიის გაკვეთილებზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ვინ არის დღეს პიროვნულად თავისუფალი ადამიანი? მოსმენილი პასუხების შემდეგ გამოვკვეთ ძირითად საკითხს---ჰაგიოგრაფიული გმირები არიან თუ არა პიროვნულად თავისუფალი ადამიანები? რამდენად შეუიძლიათ იცხოვრონ წმინდანური ცხოვრებით და ამ ფონზე შეინარჩუნონ პიროვნული თავისუფლებისათვის აუცილებელი  მახასიათებლები.
დემონსტრირება

კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან

8წთ
3
მივმართავ მოსწავლეებს, რომ დასმული პრობლემის არგუმენტირებულად გადაჭრისათვის უნდა განაწილდნენ ჯგუფებად, ისევ შევახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს, ვაძლევ ინსტრუქციას (დავალებები თითოეულ ჯგუფს ბარათებზე აქვთ მოცემული) დროის ლიმიტს ვაწესებთ.ვურიგებ ბარათებს.
Iჯგუფი---დედოფალი შუშანიკის მხატვრული სახე არის თუ არა პიროვნულად თავისუფალი. თვალსაზრისის გასამყარებლად უნდა ამოკრიბონ არგუმენტები ტექსტიდან, რაც მიეხმარებათ დასაბუთებულ მსჯელობაში.
II ჯგუფი---აბო თბილელის მხატვრული სახე არის თუ არა პიროვნულად თავისუფალი. ტექსტიდან ამოკრიბონ  მსჯელობის გასამყარებელი მასალა.
III ჯგუფი ---გრიგოლ ხანძთელის მხატვრული სახე არის თუ არა პიროვნულად თავისუფალი. ტექსტიდან ამოკრიბონ მასალოა, რომელიც მათ თვალსაზრისის ჩამოყალიბებასა და მსჯელობის დასაბუთებაში დაეხმარებათ
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან

10წთ
4
განსაზრვრული დროის გასვლის შემდეგ   მივმართავ სამივე ჯგუფს,დაიწყონ პრეზენტაცია...რა გააკეთეს, როგორ იმუშავეს და რა დასკვნით გადაჭრეს პრობლემა.
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
ფორმატი
10წთ
5
მივმართავ მოსწავლეებს, შეადარონ სამივე პერსონაჟის სახე, განსაზღვრონ მსგავსება და განსხვავება მათ შორის პიროვნული თავისუფლების თვალსაზრისით.
ვერბალური
ინდივიდუალური

5წთ
6
შევაჯამებთ საკითხს---მკაფიოდ  და ნათლად ჩამოაყალიბებენ ,ჰაგიოგრაფიულ გმირთა სახეებში პიროვნული თავისუფლების საკითხი როგორ არის წარმოდგენილი. შესაძლებელია თუ არა იცხოვროს ადამიანმა ეკლესიური ცხოვრებით და
 იყოს პიროვნულად თავისუფალი.
კითხვა- პასუხი
ინდივიდუალური

5წთ
7
პლაზმური ეკრანით მოსწავლეებს ვაჩვენებ ფოტომასალას სამივე ჰაგიოგრაფიულ გმირზე,შევაფასებ მოსწავლეებს,
მივცემ დავალებას ----
„როგორ ვიცხოვრო, რომ ვიყო პიროვნულად თავისუფალი“
( არგუმენტირებული ესე)
შევახსენებ ესეს აგების სტრუქტურას.
ვერბალური
მთელ კლასთან
პლაზმური ეკრანი
5წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოებებიდან ქვეტექსტების ამოკითხვას
მოსწავლეები შეძლებენ არგუმენტირებული მსჯელობის დროს ტექსტიდან სათანადო მაგალითების მოყვანას
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ჯგუფში მუშაობის უნარ- ჩვევები
მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თვალსაზრისის მკაფიოდ ჩამოყალიბებას, თანაკლასელების თვალსაზრისის მოსმენასა და მის კრიტიკას
მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებების ( „“შუშანიკის წამება“,“ აბო თბილელის წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ) ერთმანეთთან დაკავშირებას, პერსონაჟთა ქცევის მოტივების ამოცნობას.
მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის გადაჭრას ---შესაძლებელია თუ არა, ჰაგიოგრაფიული გმირი, რომელიც უარს ამბობს ამქვეყნიურ სიამეებზე, იყოს პიროვნულად თავისუფალი.
შეფასებები:
უნდა შეფასდეს ჯგუფური მუშაობა (განმავითარებელი შეფასებებით)
ტექსტების ცოდნა  ( შეფასების სქემით ) იხ. დანართი
ანალიტიკური მსჯელობის უნარები  ( შეფასების სქემით) იხ. დანართი
ხელმოწერა   ქ.ილურიძე
თარიღი 2017 წლის 26 დეკემბერი
_________________________________________

თემა "ბულინგი"


                                                           გაკვეთილის გეგმა
საგანი: ქართული ლიტერატურა
მასწავლებელი:                          ქეთევან ილურიძე
( არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი )
სწავლების საფეხური/კლასი:   VI1
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
თემა: ბულინგი რეზო ჭეიშვილის „სურათებიანი წიგნის“ მიხედვით
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ბულინგის რაობის გააზრებას; მოთხრობაში წარმოდგენილი „ჯუნგლის კანონს“ დააკავშირებენ მასთან; დაახასიათებენ მოძალადეს და მოკლეშარვლიან ბიჭს. ქვეტექსტებში ამოიკითხავენ ნაწარმოების იდეას - „სიკეთით სძლიე შენს მტერსა.“
ესგ.: ქართ. დაწყ. (II) 2; ქართ. დაწყ (II) 7.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:
1.      შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება
2.      იყოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1.
საორგანიზაციო საკითხები: სიის ამოკითხვა, თემისა და მიზნის გაცნობა, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
შეფასების კრიტერიუმები, დაფა, ცარცი
5წთ.
2.
პრობლემის იდენთიფიცირება და ანალიზი---კითხვებით გავარკვევ, რა არის აუცილებელი ჯანსაღი ურთიერთობებისათვის, რა სწყინთ და რა სიამოვნებთ თანაკლასელებთან ან სკოლელებთან ურთიერთობის დროს. იციან თუ არა რა არის ბულინგი. კითხვა-პასუხის შედეგად ჩამოყალიბებულ ბულინგის განმარტებას დავწერთ დაფაზე
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან
დაფა, ცარცი
10წთ.
3.
პრობლემის დანაწევრება და იდეების გენერირება ---გადავალ გაკვეთილის მთავარ თემაზე- რ. ჭეიშვილის „სურათებიანი წიგნი“. მოსწავლეებს დავავალებ, გადაშალონ სახელმძღვანელოები , დავურიგებ წინასწარმომზადებულ ვარაუდების სქემას, დავაწყებინებ კითხვას პაუზებით. ჩემ მიერ განსაზღვრულ ეპიზოდებთან შევაჩერებ, დავაწერინებ, მათი ვარაუდით, როგორ განვითარდება მოვლენები (ისე როგორც მოძალადე მთხრობელი ფიქრობს, თუ სხვაგვარად). მოსწავლეები ვარაუდების გამოთქმისას ახსნიან საკუთარ პოზიციას, რატომ ფიქრობენ ასე.
პაუზებით კითხვა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო, ვარაუდების სქემა, კალამი
15                   წთ.
4.
შეჯამება---მოთხრობის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს დავავალებ, შეაჯამონ- ელოდნენ თუ არა ასეთ დასასრულს, რა უარყოფითს ხედავენ „ჯუნგლის კანონებით“ ცხოვრების დროს, არის თუ არა ამ ფორმით ცხოვრება ბულინგი, აუცილებელია თუ არა ჩაგვრის დროს შურისძიება, როგორ დაახასიათებენ ბულინგის წევრმხარეებს- მოძალადესა და ჩაგრულს.შეუძლიათ თუ არა ნაწარმოების თემა დააკავშირონ ცხოვრებისეულ ფაქტებთან. მსჯელობის დროს უნდა გამოკვეთონ მოთხრობის იდეა („სიკეთით სძლიე შენს მტერსა“) იდეამდე მისასვლელად დავუსვამ კითხვას, რატომ ვერ შეძლო მოძალადემ მოკლეშარვლიანი ბიჭის დაჩაგვრა?
დისკუსია
მთელ კლასთან

10წთ.
5.
შეფასება (მოსწავლეებს შევაფასებ როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასებით)/ იხ. შეფასების სქემა.
ვერბალური ახსნა
ინდივიდუალური
შეფასების სქემა
3წთ.
6.
საშინაო დავალება (მოსწავლეებს დავავალებ, შინ რამდენჯერმე ისევ წაიკითხონ მოთხრობა და დაწერონ თემა -„როგორ იცვალა ფერი მჩაგვრელმა“).
ინსტრუქტაჟი
მთელ კლასთან
რვეული, კალამი
2წთ.

შედეგები :   მოსწავლეებმა  უნდა შეძლონ ბულინგისა და ,,ჯუნგლის კანონის“ ერთმანეთთან დაკავშირება. მოთხრობის იდეის გააზრებით იგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა ადამიანებთან ურთიერთობის დროს.დაინახონ  წიგნის ძალა  ადამიანთა ცხოვრებაში.ასევე, გამოუმუშავდეთ ტექსტზე  მუშაობის უნარები - გააზრება, მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
რესურსები  :
1.     ქართული ლიტერატურა მე-6 კლასი, ავტორები: ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, ,,სწავლანი“, 2018 წელი.( მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები)
2.     ვარაუდების სქემები
3.     მოსწავლეთა შეფასების სქემა
4.     კალმები, საკლასო-საშინაო წერის რვეულები
5.     დაფა, ცარცი



მოსწავლეთა შეფასების სქემა
მე-6 კლასი
რ. ჭეიშვილის ,,სურათებიანი წიგნი“
ინდიკატორი
10-9
8-7
6-5
4-3
2-1
ტექსტზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
კარგად მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან. ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ დეტალებზე, გაიაზრებს მათ ნაწარმოების საერთო კონტექსტში.
მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა უჭირს სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან შეხედოს საკითხს. ყურადღებას ამახვილებს მთავარ საკითხზე, თუმცა უჭირს დეტალებზე მსჯელობს.
მეტ-ნაკლებად მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე. ზედაპირულად უყურებს საკითხს სხვადასხვა პესონაჟს პოზიციიდან. ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს კონკრეტულ დეტალებზე, უჭირს მათი გააზრება ნაწარმოების საერთო კონტექსტში.
ნაკლებად მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე. ყურადღებას ზედაპირულად ამახვილებს ზოგიერთ დეტალზე; ვერ იაზრებს მათ ნაწარმოების საერთო კონტექსტში.
ვერ მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე, უჭირს დასკვნის გამოტანა.




                                                                  ქეთევან ილურიძე
                                             2018-2019 სასწავლო წლის 25 ოქტომბერი
__________________________________

           სამოდელო გაკვეთილის გეგმა

   (პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი)


მასწავლებლის სახელი და გვარი --- ქეთევან ილურიძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი)
საგანი --- ქართული ლიტერატურა
კლასი --- IX2
თარიღი --- 2018 წლის  19დეკემბერი
მოსწავლეთა რაოდენობა ---15
გაკვეთილის თემა ---ომი და ომის შედეგები ნ. შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით
გაკვეთილის მიზანი --- შეფარული მთავარი სათქმელის ძიება ტექსტში. მწერლის მიერ წარმოდგენილი ლექსიკის მხატვრული       ღირებულების განსაზღვრა
სტანდარტი ----
ქართ.I X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;

ქართ. IX. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

·         აკონტროლებს საკუთარ ხმას, მიმიკას და ჟესტიკულაციას;
·         არ არის ზედმეტად კატეგორიული;
 
ქართ.I X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

·         გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.)


 ქართ.I X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

·         მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ციტატებს და ურთავს კომენტარებს.

რესურსები ---I X კლასის სახელმძღვანელო (ქართული ენა და ლიტერატურა, ვ. როდონაია, მ.გიგინეიშვილი, ლ. გრიგოლაშვილი 2012წ.)
                            ფორმატები, მარკერები
                             დამატებითი ლიტერატურული მასალები ( ბარათებზე ამოწერილი ციტირებები)
                             ეფასების სქებემი
                             პლაზმური დაფა
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
მივესალმები მოსწავლეებს. გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს. შევახსენებ კლასის ორგანიზების ფორმის (წყვილებში) მუშაობის წესებს.ასევე გავაცნობ შეფასების სქემებს, რომლებიც წინასწარ გამოკრული გვექნება საკლასო ოთახში.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკები
2წთ
2
პრობლემის გამოსაკვეთად მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს:
რომელი ისტორიული ფაქტი უდევს საფუძვლად ამ ნაწარმოების შექმნას?
რა იციან აფხაზეთის ომის შესახებ?
ვინ არის მთხრობელი?
სად დაიბადა და სად გაატარა ადრეული ყრმობა ბიჭმა?
როგორ მოხვდა თბილისში?
როგორ შეცვალა გამოქცეულების ცხოვრება ბედისწერამ?
რატომ მოხვდა ბიჭი ქუჩაში?(რას ითხოვს ე. წ. ,,ქუჩის ცხოვრება“ მისგან?)
რატომ გადაწყვიტა მამის ნახვა?
დაძლეული აქვს შიში თუ საკუთარ თავს არწმუნებს ამაში?
როგორ იქცევა ბიჭი, როდესაც თავიანთ ,,ნასახლარში“ შევა? რა ლიტერატურულ-სიმბოლური დატვირთვა აქვს მის სათამაშო დათუნიას? რატომ მოაქვს ის თბილისში?
საკვანძო კითხვა-რისთვის სჭირდება ნ. შატაიძეს  პატარა ბიჭის თავგზაარეული ცხოვრების ჩვენება ?რატომ იყენებს ის ვულგარიზმებსა და ჟარგონებს ამ ბიჭის მეტყველების დროს?


დემონსტრირება

კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან

8წთ
3
პრობლემის გასააზრებლად, ვთხოვ მოსწავლეებს, რომ წაიკითხონ საშინაო დავალება ( დავალებად ჰქონდათ თემა ,,რა არის ბავშვობა?“)
რამდენიმე თემის წაკითხვის შემდეგ დავუბრუნდებით ნაწარმოებს. გაიაზრებენ, ჰქონდა თუ არა თედოს დაკარგული ბავშვობა? სახიფათოო მოგზაურობით მამას ეძებს თუ წარსულს, სადაც მამაცაა, ბავშვობაც და ლამაზთვალება დედაც? რას პოულობს? (რა ლიტერატურული დატვირთვა აქვს ტექსტში  სათამაშოს - ,,დათუნია გერასიმეს“?)
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან

10წთ
4
შემდეგ მოსწავლეებს დავურიგებ ბარათებს, რომლებშიც მოცემული იქნება ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ომზე. ასევე მე-8 კლასში ნასწავლი ლექსიდან შოთა ნიშნიანიძის ,,აფხაზური კანტატა“. დავავალებ წყვილებში განიხილონ მოცემული გამონათქვამი და დაუკავშირონ ნაწარმოების კონკრეტულ ეპიზოდებს.


ინდივიდუალური
ფორმატი
6წთ
5
წყვილების პრეზენტაციის შემდეგ გადავალთ მსჯელობაზე -რამ შეცვალა ბიჭის ცხოვრება? რამ დაშალა ოჯახი?რამ წაართვა მოზარდს ბავშვობა? რამ შეცვალა მისი ლექსიკა, სხვა შემთხვევაშიც ისაუბრებდა თუ არა ასეთი სიტყვებით?
ვერბალური
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური

5წთ
6
ერთად შევავსებთ წინასწარ შედგენილ დიაგრამას ( ბიჭის ცხოვრება ომამდე და ომის შემდეგ)ცხრილის ანალიზის შემდეგ გადავალთ საკითხის შეჯამებაზე.
კითხვა- პასუხი
ინდივიდუალური

3წთ
7
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებას პრობლემის გადასაჭრელად. იპოვიან ნაწარმოების მთავარ სათქმელს, განსაზღვრავენ , რატომ ,,ალაპარაკებს“ მწერალი ბიჭს ვულგარიზმებითა და დიალექტებით.

ვერბალური
მთელ კლასთან
პლაზმური ეკრანი
5წთ
8
მივცემ საშინაო დავალებას
დაწერონ ესე - ,,ომობანა ცუდი თამაშია“;
მოიძიონ და წაიკითხონ იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,ნუ ითამაშებ, შვილო, ომობანას“
ინსტრუქტაჟი
მთელ კლასთან

3წთ
9
შევაფასებ მოსწავლეებს  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. შევაფასებ საშინაო დავალებებსა და კლასში მუშაობას.
ვერბალური
წყვილებთან
ინდივიდუალურად
მთელ კლასთან

3წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოებებიდან ქვეტექსტების ამოკითხვას
მოსწავლეები შეძლებენ არგუმენტირებული მსჯელობის დროს ტექსტიდან სათანადო მაგალითების მოყვანას
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ წყვილებში მუშაობის უნარ- ჩვევები
მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თვალსაზრისის მკაფიოდ ჩამოყალიბებას, თანაკლასელების თვალსაზრისის მოსმენასა და მის კრიტიკას
მოსწავლეები შეძლებენ ამონარიდების ტექსტთან დაკავშირებას და მასზე მსჯელობას.
მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის გადაჭრას ---იპოვიან ნაწარმოების შეფარულ მთავარ სათქმელს. განსაზღვრავენ ნაწარმოებში წარმოდგენილი ლექსიკის მხატვრულ ღირებულებას.

ხელმოწერა   ქ.ილურიძე


თარიღი  10.12.2018 წელი
______________________________

1 comment: