დავიბადე 1975 წლის 20 აგვისტოს ქ. თბილისში, ერთ-ერთ ულამაზეს უბანში - ავლაბარში. ვსწავლობდი გრ. კობახიძის სახელობის გიმნაზიაში. მისი დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში.
ვმუშაობდი თემაზე ,,XIX საუკუნის I ნახევრის ქართული გრამატიკები". 1996 წლიდან ვმუშაობ არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონში" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. გახლავართ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
მყავს მეუღლე და ორი შვილი - თეიმურაზი და რუსუდანი.
არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, შეუდარებელი...
ReplyDelete