სასწავლო ექსკურსია
კლასი - IX1
აღმზრდელი - ქ.ილურიძე
ექსკურსიის ჩატარების თარიღი - 2017 წლის 15 ოქტომბერი
ექსკურსიის მარშუტი - თბილისი - ღვთაება - თბილისი
ექსკურსიის შემადგენლობა - 18 მოსწავლე, 1მასწავლებელი, 6 მშობელი
ექსკურსიის
რესურსები - ტრანსპორტი
(სკოლის ავტობუსი) ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა, სპორტული ინვენტარი, სურსათი.
ექსკურსიის
მიზანი- 1. ღვთაების მონასტრის დათვალიერება , მისი ისტორიული-ლიტერატურული მნიშვნელობისა
და გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობა.
2. მოსწავლეებში
ისტორიული სიძველეების მიმართ დამოკიდებულების აღქმა და ეკოლოგიური განათლება.
3. ერთმანეთის უკეთესად
გაცნობა,სოციალური უნარ- ჩვევების
ჩამოყალიბება.
საგანთა
კავშირი _ ისტორიასთან და გეოგრაფიასთან.წინასაექსკურსიო მზადებისას
მოსწავლეები სათანადო
კონსულტაციებს მიიღებენ ისტორიისა და
გეოგრაფიის მასწავლებლებისაგან,გაეცნობიან
სკოლა „ალბიონის“
ისტორიის მასწავლებლის
მარიამ
ილურიძის წიგნს „ღვთაების მონასტერი“.
ექსკურსიის
აქტივობები - ექსკურსიაზე
წასვლამდე მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა და შესაბამისი დავალებების განაწილება:
1.
მასალების მოძიება ცამეტ ასურელ მამაზე
2.
მასალის
მოძიება ანტონ მარტომყოფელზე
3.
ღვთაების
მონასტრის ბუნება
4.
ექსკურსიის
მსვლელობის დროს ფოტოგადაღება
5.
დათვალიერება
6.
მოძიებული
მასალის დაკავშირება ნანახთან.
7.
მსჯელობა-დისკუსია
( პროექტის დაგეგმვა)
8.
მსუბუქი
ლანჩი
9.
გზა
თბილისისაკენ.
ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები ჩემი მითითებებით იმუშავებენ
პროექტზე. 25 ოქტომბერს დაიგეგმება საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაცია.
აღმზრდელი ქ. ილურიძე
აღმზრდელი ქ. ილურიძე
__________________________________________
2017 წლის 25 ოქტომბერი
პროექტზე მუშაობა
ერთ-ერთი შეხვედრა
________________________________________________
სასწავლო პროექტი ---„ ნაბზარი რაა, ყველა შენი ნაკაწრიც მტკივა“
მე- 91კლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქეთევან ილურიძე
(
2017-2018 სასწავლო წელი)
სასწავლო პროექტი ------„ ნაბზარი რაა,ყველა შენი
ნაკაწრიც მტკივა“
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ---ქეთევან
ილურიძე
კლასი ---- IX1
მოსწავლეთა რაოდენობა
--- 20
პროექტის აქტუალურობა
საქართველო მდიდარია ეკლესია-მონასტრებით. მათი შესწავლა , დაფასება და
გაფრთხილება ეროვნული საქმეა. თუმცა, სამწუხაროდ, მოზარდებს ნაკლებად აქვთ გააზრებული
საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ტრადიციებისადა ღირებულებების წინაშე. კარგად არ
იცნობენ ისტორიულ ძეგლებს, შესაბამისად, ვერ აცნობიერებენ მათ ფასს და არ ზრუნავენ
მათ დაცვაზე. ჩნდება საჭიროება,რომ მეტი იცოდნენ ისტორიულ სიძველეებზე,გაისიგრძეგანონ
მათი ფასი .
თემის შერჩევა
მოსწავლეებთან საუბრისას გამოიკვეთა მათი ინტერესი 13 ასურელი მამის ღვაწლზე,
ერთად შევარჩიეთ თემა და დავგეგმეთ დაგვეთვალიერებინა ღვთაების მონასტერი, მოგვეძიებინა
მასალები 13 ასურელ მამაზე,უფრო ვრცლად კი ერთ- ერთზე ---მამა ანტონზე.
პროექტზე მუშაობის
ხანგრძლივობა --- ერთი თვე.
პროექტის მიზნები:
*13 ასურელი მამის
ღვაწლის გაცნობა-გააზრება
* მამა ანტონ
მარტყოფელის ღვაწლის გაცნობა
* ძველი ქართული
ტექსტების ამოკითხვა
* კითხვის სტრატეგიების
გამოყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გასააზრებლად.
* ინფორმაციის
მოძიება , ფოტომასალის შეგროვება და მათი მიზნობრივი გამოყენება
*ჯგუფური მუშაობის
დროს აუცილებელი უნარ- ჩვევების განვითარება
* საკუთარი შემოქმედებითი
უნარების გამოვლენა
* აუდიტორიის
წინაშე გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების გამომუშავება.
ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნები:
ა) ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა ტრადიციებისა
და დღირებულებების
მიმართ საკუთარი
საკუთარი პასუხისმგებლობის
გააზრება.
გ) ტექნოლოგიური თუ
სხვა ინტელექტუალური
მიღწევების ეფექტიანად
გამოყენება; ინფორმაციის
მოპოვება, დამუშავება
და ანალიზი.
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტის მიხედვით მიზნები და შედეგები:
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე
სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების
გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ
ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად
შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·
აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ
ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი
სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სწორად იგებს და სათანადოდ იყენებს იმ მინიშნებებსა და
დამატებით ინფორმაციას, რომლებიც გადმოცემულია სათაურის, ილუსტრაციების,
ცხრილების, სქემების, განსხვავებული შრიფტის საშუალებით;
·
აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას; ამოწერს საკითხებს
შემდგომი განმარტებისა და დამუშავებისათვის.
მოსალოდნელი შედეგები:
·
მოსწავლეები
შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებას(შმოქმედებითი წერა, ხატვა, კომპოზიციების შექმნა)
·
დაიგროვებენ
ცოდნას ცამეტი ასურელი მამისა და უფრო კონკრეტულად მამა ანტონის ღვაწლზე.
·
ტექნოლოგიების
გამოყენებითა და დაგროვებული ცოდნით შექმნიან თვალსაჩინოებებს.( სლაიდშოუ და პლაკატები
) პრეზენტაციისათვის.
·
გაიაზრებენ
საკუთარ პასუხისმგებლობას ეროვნული ღირებულებების ( ამ შემთხვევაში ისტორიული ძეგლების)
წინაშე.
პროექტის
მსვლელობა :
I ეტაპი
·
მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის განსაზღვრა
·
მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით სამუშაო ჯგუფების შექმნა
·
დავალებების განაწილება ჯგუფებისათვის
·
შეხვედრის დღეების დადგენა
I ჯგუფი---ცამეტი ასურელი
მამა
II ჯგუფი---
მამა ანტონი
და ღვთაების
მონასტერი
III ჯგუფი
---ღვთაების მონასტრის
გარემო, ბუნება,
ხედები.
II ეტაპი
·
გასვლითი აქტივობის დაგეგმვა ( მარშრუტი- ღვთაების მონასტერი,
თარიღი -15 ოქტომბერი, მგზავრობა- სკოლის ავტობუსით, მონაწილეობს _ 18 მოსწავლე, 4
მშობელი, კლასის აღმზრდელი.)
·
მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით გეგმავენ ფოტომასალის
შეგროვებას.
III ეტაპი
შუალედური შეხვედრა
·
ჯგუფები ჩემთან განიხილავენ მუშაობის დროს წამოჭრილ
პრობლემებს. ვაძლევ მითითებებსა და რეკომენდაციებს პრობლემების გადასაჭრელად.
IV ეტაპი
·
შუალედური შეხვედრის დროს მიღებული რეკომენდაციების
გათვალისწინებით პროექტის დახვეწა, სრულყოფა.
V ეტაპი
პროექტის პრეზენტაცია
·
ჯგუფების
მიერ საკუთარი მასალის წარდგენა ( პრეზენტაცია)
·
პროექტში
მონაწილეთა მიერ თვითსეფასებისა და ჯგუფში მუშაობის შეფასების სქმების შევსება
·
მასწავლებლის
მიერ პროექტის შეფასება ( განმავითარებელი და განმსაზღვრელი)
პროექტისათვის
საჭირო რესურსები:
1.
კომპიუტერი
2.
ინტერნეტი
3.
პროექტორი
4.
ფოტომასალა( ფოტოაპარატი)
5.
ფორმატები, წებო, ფერადი ფანქრები
6.
მარკერები
7.
თაბახის ფურცლები
8.
მ. ილურიძის „ღვთაების მონასტერი“
9.
შ. ნიშნიანიძის
ლექსების კრებული
10. „ჭკვიანი
დაფა“
დანართი მასალა
:
მოსწავლეთა
თვითშეფასების რუბრუკა
ჯგუფის წევრების
თვითშეფასების რუბრიკა
ფოტო
მასალა
რეფლექსია
( მასწავლებლისა და მოსწავლის)
_______________________________________________
09.11.2017 წელი
სასწავლო პროექტი " ნაბზარი რაა, ყველა შენი ნაკაწრიც მტკივა"
პრეზენტაცია
____________________________________________________
09.11.2017 წელი
სასწავლო პროექტი " ნაბზარი რაა, ყველა შენი ნაკაწრიც მტკივა"
პრეზენტაცია
____________________________________________________
რეფლექსია
მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე თემა და დავგეგმე სასწავლო პროექტი „ნაბზარი
რაა, ყველა შენი ნაკაწრიც მტკივა“. პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გასცნობოდნენ
მასალებს ცამეტი ასურელი მამის ღვაწლზე, უფრო დაწვრილებით კი მამა ანტონ მარტყოფელზე.
დაეთვალერებინათ ეროვნული სიძველე - ღვთაების მონასტერი და გასჩენოდათ პასუხისმგებლობის
გრძნობა იმ ღირსშესანიშნაობების წინაშე, რომლებზეც დგას ქართული სინამდვილე.
პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა,
რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალებები. ერთმანეთთან
ითანამშრომლეს ჯგუფის წევრებმა, თანაბრად გაინაწილეს დავალებები, დამოუკიდებლად მოიპოვეს
მასალები, წაიკითხეს მ. ილურიძის წიგნი „ღვთაების მონასტერი“, ექსკურსიაზე შეგროვებული
ფოტო მასალით შექმნეს პლაკატები და სლაიდშოუები, დახატეს ( ხატვის ნიჭით გამორჩეულმა
მოსწავლეებმა) ღვთაების მონასტერი.
თვალს ვადევნებდი თითოეულ აქტივობას. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით,
ვფიქრობ, რომ ყველა ფაზა ( ეტაპი) შედეგზე გავიდა. ყველაზე მეტი წარმატება დავინახე
ურთიერთანამშრომლობის დროს. მეგობრულად და ერთმანეთთან შეთანხმებით ინაწილებდნენ საქმეს,
რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და გეგმავდნენ
პროექტზე მუშაობის შემდგომ ეტაპებს.
პროექტზე მუშაობის დროს გამოუმუშავდათ
მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევები, რომლებიც მოსწავლეთა შემდგომი წარმატებებისათვის მნიშვნელოვანია.
კერძოდ, მასალების მოძიება, დახარისხება და მათი მიზნობრივად გამოყენება. კომუნიკაციის,
აზრთა გაცვლა- გამოცვლისა და ურთიერთანამშრომლობის უნარები. ტექნოლოგიების გამოყენების
უნარები, პროექტის პრეზენტაციის დროს გამოიმუშავეს აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. დაუგროვდათ ცოდნა ცამეტი ასურელი მამის ღვაწლზე, ბევრი
გაიგეს მამა ანტონ მარტყოფელზე და გაუჩნდათ სურვილი დაათვალიერონ ცამეტი ასურელი მამის
სახელზე აგებული სხვა მონასტრებიც.
რაც შეეხება ხარვეზებს, პროექტზე მუშაობისა და მისი შედეგების შეფასების
შემდეგ დავინახე რამდენიმე ხარვეზი, რომლებსაც გავითვალისწინებ შემდგომი მუშაობის დროს,
კერძოდ, ასეთი პროექტი მოითხოვდა მეთანამშრომლა ისტორიის მასწავლებელთან. ისტორიის
მასწავლებლისა და მოსწაველეების ერთი შეხვედრა მაინც დამეგეგმა.ასევე, პრეზენტაციის
დროს გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი მოსწავლეს მეტყველება საჭიროებდა დახვეწას. შესაძლო
იყო, აქაც მიმემართა რჩევებისათვის სკოლის მეტყველების კულტურის მასწავლებლისათვის,
ამეღო სათანადო კონსულტაციები და მემუშავა ასეთ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად. მსგავ
ხარვეზებს აღმოვფხვრი შემდგომი აქტივობების დაგეგმვისას.(ქ. ილურიძე)
__________________________________________________
__________________________________________________
სოციალური პროექტი
“ მოზარდი და დანაშაული“
IX1 კლასი
2018 წლის მარტი-აპრილი
პროექტის ხელმძღვანელი-
ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ----
ქეთევან ილურიძე
არასახელმწიფო
საერო სკოლა „ალბიონი“
მოზარდი და დანაშაული
პრობლემის აქტუალურობა
- დღეს მოზარდთა დანაშაულებათა
რიცხვმა იმატა. სამწუხაროდ, სკოლის მოსწავლეები არ ითვალისწინებენ საკუთარ პასუხისმგებლობას
ოჯახის, ქვეყნის, სკოლის, სოციუმის წინაშე. შეგნებულად თუ შეუგნებლად დანაშაულის მსხვერპლნი
ხდებიან. არ აქვთ გაცნობიერებული, რა არის შეცდომა და რა არის დანაშაული. რიგ შემთხვევებში
მოქმედებენ იმპულსურად, რაც სავალალო შედეგებამდე მიდის. უჭირთ დანაშაულის აღიარება,
ეს კი მათ ბრალეულობას აორმაგებს.
IX კლასის მოსწავლეებმა
წელს შეისწავლეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „სარჩობელაზედ“. ნაწარმოების ანალიზის დროს
საინტერესო თვალსაზრისები გამოთქვეს, თხზულების ქვეტექსტები დაუკავშირეს თანამედროსვე
პრობლემებს. დასვეს რამდენიმე საკითხი, კერძოდ:
·
რა
სახის დანაშაულს ჩადიან მოზარდები და რით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს?
·
რა
მოჰყვება დანაშაულს( კანონით და მორალურად)?
·
რას
ნიშნავს სასჯელი დამნაშავისათვის ( რა მიზანს ემსახურება სასჯელი)?
მოზარდებმა გამოთქვეს სურვილი, უფრო კარგად
გაეანალიზებინათ ეს პრობლემა, გამოეხატათ საკუთარი
პოზიცია და გაეგოთ სოციუმის აზრიც ამასთან დაკავშირებით. მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე
და დავგეგმე სოციალური პროექტი - „ მოზარდი და დანაშაული“
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:
·
იყოს
კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე
·
შეძლოს
დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება
·
შეძლოს
კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
სოციალური პროექტის
მიზანი:
პროექტის
მიზანია, მოსწავლეებმა გაარკვიონ, რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი. როგორ უნდა
აარიდონ თავი მოსალოდნელ და მოულოდნელ დანაშაულს. როგორ უნდა შექმნან მშვიდობიანი ცხოვრებისათვის
აუცილებელი გარემო. როგორ უნდა დაიძლიოს მოზარდის შინაგან სამყაროში აგრესია, ძალადობა,ბულინგი.
მოზარდებმა შეძლონ,განსაზღვრონ, რა არის უფლება, აკრძალვა, პასუხისმგებლობა, კანონი
და რა არის აუცილებელი მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის.
მოსალოდნელი შედეგები:
მოზარდები ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ პასუხს
გასცემენ მათთვის საინტერესო კითხვებს. ფაქტობრივად, გაუფართოვდებათ თვალსაწიერი,გააცნობიერებენ,
რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. მიეჩვევიან პრობლემის დასმას, გაანალიზებასა და შეფასებას.
მიიღებენ სინთეზურ და არა დისკრეტულ ცოდნას, რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად, რაც
უაღრესად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდისათვის. გაიზრდება მათი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ამოცანები:
მიზნის მისაღწევად დავსახეთ რამდენიმე ამოცანა.
თითოეული ამოცანა უნდა შევარჩიეთ პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით. პირველ რიგში,
გადავწყვიტეთ თანამშრომლობა სოციუმთან, კერძოდ, იურისტ მშობლებთან (ზვიად ჭრიკიშვილი
და თამუნა ლომსაძე),სკოლა „ალბიონის“ კურსდამთავრებულ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან(
ქ. ეპიტაშვილი, მ. დარგუაშვილი, ვ. ბერიძე, ზ. დვალი). მათი რეკომენდაციებითა და რჩევებით:
1.
მოიპოვონ
მასალები, სტატისტიკა მოზარდთა დანაშაულებათა საქმეთა შესახებ ( სტატისტიკა ინტერნეტმასალა)
2.
იმუშაონ
ბუკლეტებზე „ მოზარდი და დანაშაული“
3.
გააკეთონ
კითხვარი, რომლითაც თანატოლების შეხედულებებს გაარკვევენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
4.
მოძიებული
და მოპოვებული მასალები დაუკავშირონ მხატვრულ ლიტერატურას ( ილია ჭავჭავაძის „ სარჩობელაზედ“,
ნ. შატაიძის „ მოგზაურობა აფრიკაში“)
5.
დახატონ
თემაზე „მე არას ვეუბნები დანაშაულს“
6.
დაწერონ
ესსები: „ მოზარდი და დანაშაული“
„დანაშაული
და სასჯელი“
7.
დაიგეგმოს
პრეზენტაციასთან ერთად დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დასახელებული კლასის
მოსწავლეები, მათი მშობლები, თანატოლები, მასწავლებლები და იურისტი სტუმრები, რომლებიც
კონკრეტულ პასუხებს გასცემენ დისკუსიის დროს დასმულ კითხვებს.
პროექტის მსვლელობა :
Iეტაპი _ დავალებების განაწილება( ინტერესების გათვალისწინებით)
II ეტაპი - ჯგუფების
დამოუკიდებლად მუშაობა, პერიოდულად სოციუმთან თანამშრომლობა
IIIეტაპი
- შუალედური შეხვედრა
( პროექტის ხელმძღვანელის მონიტორინგი)
IV ეტაპი - მზადება პრეზენტაციისათვის
V ეტაპი _ პრეზენტაცია
და დისკუსია ( 2018 წლის 27 აპრილი)
პროექტზე მუშაობის სავარაუდო ვადები:
2018 წლის მარტი
- აპრილი( პრეზენტაცია და დისკუსია აპრილის ბოლოს)
რესურსები:
ფორმატები
კომპიუტერი
ინფრაწითელი დაფა
მარკერები
ფერადი ფანქრები
ფოტოაპარატი
სათანადო ლიტერატურა
(როგორც მხატვრული, ასევე იურიდიული თემატიკის)
პროექტის ბიუჯეტი:
დასახელება
|
საცალო
ღირებულება
|
რაოდენობა
|
სულ
|
ბუკლეტები
|
1.5
ლარი
|
50
ცალი
|
75
ლარი
|
ბუკლეტებისათვის დაიხარჯება თანხა მშობელთა შემოწირულობიდან.
ბუკლეტები დაურიგდება დამსწრე საზოგადოებას.
პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან ილურიძე
ქართული
ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
__________________________________
ქალბატონო ქეთევან გავეცანი თქვენს პროექტს. ჩემთვის ღვთაების მონასტერი განსაკუთრებით საყვარელია, რადგან ამ ტაძარში მოვინათლე, ბავშვების თვალით დანახული სავანე, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის კომპლექსს. დიდი მადლობა ამისთვის.
ReplyDeleteწარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერაში.
დიდი სიამოვნებით გავეცანი თქვენ პროექტს. ყველაზე მეტად მომეწონა ბავშვების ჩართულობა, სწავლის და შრომის სურვილი.
ReplyDeleteკლასის სამ ჯგუფად დაყოფამ, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა პროექტი.
მინდა ავღნიშნო, რომ ბავშვების ასეთი თემებით დაინტერესება არც ისე ადვილია, რაც უდაოდ პედაგოგის დამსახურებაა.
გისურვებთ წარმატებებს. დიდი ონტერესით დაველოდები მომდევნო პროექტებს.
ბევრის მთქმელი, ბევრის მომცემი. საინტერესო თემებზე შექმნილი პროექტები. წარმატებებს გისურვებ
ReplyDelete