ლიტერატურული კლუბი

                                                        გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა
          2017 წლის 24 ოქტომბრიდან სკოლა "ალბიონში" მუშაობას იწყებს ლიტერატურული კლუბი "წერის ოსტატობა".
          კლუბში გაწევრიანდებიან - VII - X კლასის მოსწავლეები.
          შეხვედრები - თვეში ორჯერ, სამშაბათს, 15 სთ-ზე.
          კლუბს უხელმძღვანელებს - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ილურიძე.
           მსურველებმა მიაკითხეთ - ქ. ილურიძეს.






არასახელმწიფო საერო სკოლაალბიონი

2017-2018 სასწავლო წელი

ლიტერატურული კლუბიწერის ოსტატობა

კლუბის ხელმძღვანელი --- ქეთევან ილურიძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)

კლუბის სლოგანი---- „ უნდა იკითხო, რომ კარგად წერო

კლუბის ლოგო

                                

შეხვედრები ---თვეში ორჯერ ,სამშაბათს, 15 საათზე







არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი“
2017- 2018 სასწავლო წელი

ლიტერატურული კლუბი  „წერის ოსტატობა

        წესდება:
კლუბის ხელმძღვანელი --- ქეთევან ილურიძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
კლუბის სლოგანი  --- „უნდა იკითხო, რომ კარგად წერო“
შეხვედრები --- თვეში ორჯერ, სამშაბათს, 15 საათზე
კლუბში გაერთიანდებიან --- VII –IX კლასის მოსწავლეები.
კლუბის მუშაობის მიზანი ---
·         სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაცნობა
·         შემოქმედებითი უნარების განვითარება
·         წერის კულტურის განვითარება
·         სხვადასხვა ტიპის ( მხატვრული თხზულებები, ჩანახატი, ესე, ანალიზი, კრიტიკული წერილები) ტექსტის შექმნა
·         ერთმანეთის ნაწერების გაცნობა, შეფასება, ანალიზი.
·         ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.
·         ნაშრომების პრეზენტაცია.

                                                                                          

_________________________________________________-





     არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონი’’

   ლიტერატურული კლუბი „ წერის ოსტატობა“    

                              (2017-2018სასწ.წ.)                                                                                           

                                                    

                             ლიტერატურული ანკეტა:

სახელი და გვარი ---

კლასი ---

რას ნიშნავს შენთვის ლიტერატურა ----



შენი საყვარელი ნაწარმოები ---

რა ძალა აქვს კარგ ნაწარმოებს ---


გიცდია თუ არა მხატვრული თხზულებების წერა -----




როგორ წარმოგიდგენია  ჩვენი კლუბის მუშაობა -



__________________________

2017 წლის 24 ოქტომბერი
პირველი შეხვედრა





მომდევნო შეხვედრა 2017 წლის 7 ნოემბერს.
_____________________________________________
                                ლიტერატურული კლუბი „ წერის ოსტატობა“
                                                            I სემესტრის პროგრამა
ოქტომბერი
1.      მე-სარკის წინ
(შემოქმედებითი წერა. წერის დროს მონოლოგის გამოყენება)
ნოემბერი
1.      შემოდგომის ფოთოლი მქვია
( წასაკითხად :რ. ინანიშვილის „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“
                          ო ჰენრის „ უკანასკნელი ფოთოლი“
                           ვაჟა- ფშაველას მოთხრობები)
2.      ნოემბრის ქარები ყვებოდნენ
( ნაშრომების ანალიზი, შეფასება, რედაქტირება)
დეკემბერი
1.      რ. ინანიშვილის მოთხრობა „ლამაზი ცრემლები“
( როგორ ვწეროთ მხატვრული ტექსტის ანალიზი. ლიტერატურული თეორიიდან -მხატვრული საშუალებები.)
2.      გ. ჩოხელის პოეზიის გაცნობა. ერთ-ერთი ლექსის ანალიზი.
( როგორ ვწეროთ ლექსის ანალიზი)
  


                                             კლუბის ხელმძღვანელი ---ქ. ილურიძე

                                                      2017-2018 სასწავლო წელი
___________________________________________________
                                                                       სარკესთან


    სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს თვალებში ვუყურებ. წლები გასულა, სახესაც დასტყობია, განსაკუთრებით თვალებს. მათში გაფერმკრთალებულა უდარდელობა და მის ნაცვლად დაღლა, ზრუნვა, დარდი ჩამდგარა. ფიქრები ფიქრებს აჰყოლია, წუხილი – წუხილს და თვალებთან ახლოს, შუბლზე მოკალათებულან.
   თვალებს ვხუჭავ და ასე ვეძებ სარკეში იმ პატარა გოგოს, ძალიან კარგად რომ ვიცნობ. ვპოულობ, ზუსტად ისეთია – ძალიან ლაღი და მოჭიკჭიკე, მამის ფერებითა და დედის ზრუნვით გათამამებული. მის თვალებში ღიმილი დგას, სიმშვიდე და ღიმილი ერთად. ჩვენს შორის ბურუსია, ნისლნარევი.
... ფეხის ხმით ვცნობ, ნელ–ნელა შემოდის მამა. კითხვასაც ვგრძნობ და სხული მეჭიმება:
    – რას შვები, ქეთო? მზად ხარ?
       წავედით სკოლაში?
     (ხმა იმდენად თბილია, რომ აწმყოს მავიწყებს)
     პასუხად დედას ხმა მესმის:
     – ფრთხილად იარეთ,.ცუდი ამინდია... გზებია მოყინული.

    მივდივართ, მანქანამდე მამას უჭირავს ჩემი ჩანთა. წინ ვჯდები, ჩემი ადგილია. მთელი გზა ვლაპარაკობ, არ ვჩუმდები. მამას ხან ეღიმება, ხან ჩემს კითხვებს პასუხობს. შევთანხმდით, საღამოს სოფელში უნდა წავიდეთ, მამა სამსახურიდან რომ დაბრუნდება, მაშინ... მერე რა, რომ ცუდი ამინდია... (დაღლა?! მეღიმება, არასდროს დაუწუწუნია!)
     მანქანა სკოლასთან ჩერდება.
     – სკოლიდან რა უნდა მომიტანო?
     – ხუთიანები.
     – აბა, რა!  მაშ, ტყუილად ხომ არ მოგიყვანე?!
     იცინის...
     პატარა ქეთო კიბეებზე არბის... იცინის იმ სიცილით, მამამ რომ აჩუქა დილით... არბის და ჯერ არ იცის, რამდენიმე წელში ეს დილა ძალიან, ძალიან რომ მოენატრება. არც ის იცის, მიუხედავად ცხოვრების ორომტრიალისა, მამის ნაჩუქარი სიცილით რომ უნდა იცხოვროს მუდამ...
     სარკის წინ ვდგავარ თვალდახუჭული.
     ვიცი, რომ ჩემ წინ პატარა გოგო აღარ დგას.
     მენატრება... ისე მენატრება და ისე მტკივა, რომ თვალების გახელას ვერ ვახერხებ.

                                                                                                        ქ. ილურიძე
____________________________________________
07.11.2017წელი
თემები-მე შემოდგომის ფოთოლი მქვია...
               იცი... მე შენი ქოლგა ვარ...





_______________________________________________
                     გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა
ლიტერატურული კლუბი " წერის ოსტატობა" შეხვედრებს განაახლებს 2018 წლის 23 იანვრიდან.
                  ქეთევან ილურიძე
    ( კლუბის კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი)
________________________
6/II-2018 წელი
ლიტერატურული კლუბი აგრძელებს შეხვედრებს.
დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო-განგვესაზღვრა, როგორ იწერება შთაბეჭდილება. ერთად ვუყურეთ მოკლემეტრაჟიან ქართულ მხატვრულ ფილმს ,,ღვინის ქურდები". ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. შევქმენით კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწეროს (,,აიგოს") შთაბეჭდილება.



                                            კლუბის კურატორი- ქ. ილურიძე
_________________________________________
II სემესტრის პროგრამა (კლუბის მუშაობა)
6/II-როგორ ვწერთ შთაბეჭდილებას ("ღვინის ქურდები")
20/II-როგორ ვწერთ ესეს (ესეს სტრუქტურის გაცნობა) - რას ნიშნავს არგუმენტი
6/III-ესე (თემა მოცემულ საკითხზე)
20/III-მუშაობა ხელნაწერ ჟურნალზე - (საორგანიზაციო საკითხები)
3/IV-"ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს"
17/IV-შემოქმ. წერა - "გაზაფხულმა ფარჩის კაბა შეიერა"
8/V-მუშაობა ხელნაწერ ჟურნალზე (პრაქტიკული ხასიათის)
22/V-მზადება ჟურნალის პრეზენტაციისათვის
5/VI-შემაჯამებელი შეხვედრა (ხელნაწერი ჟურნალის პრეზენტაცია)
                                                კლუბის კურატორი - ქ. ილურიძე
_______________________________
______________________________
ვმუშაობთ ხელნაწერ ჟურნალზე

(28-29 მაისი)
ინდივიდუალური შეხვედრები ჟურნალის სხვადასხვა გვერდის დამუშავების საკითხებზე...

_____________________________


5 ივნისი
ხელნაწერ ჟურნალზე მუშაობა
სამუშაო შეხვედრა
კლუბის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი მასალა.
შევძელით ერთად მასალის რედაქტირება.
ვიმსჯელეთ ჟურნალის ესთეტიურ მხარეზე, მხატვრულ გაფორმებაზე.




_______________________

2018 წლის 12 ივნისი

ხელნაწერი ჟურნალი ,,ფერაფი სამყარო'' კლუბის წევრებმა ასაკინძად მოამზადეს. დასრულდა თითოეულ გვერდზე მუშაობა.














__________________________

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო წამოწყებაა. ბავშვებს განვითარებაში და წერის უნარების გამომუშავებაში დაეხმარება. მიხარია ასეთი კლუბი სკოლა "ალბიონში" რომ არის.

    ReplyDelete