Wednesday, February 14, 2018

გული მწუხარებით მიცემს...

გული მწყდება...
მადლიერება არ მაძლევს ნებას, რომ არ დავწერო.
ბ-ნი თედო ჩვენი (927-ე ჯგუფის) უნივერსიტეტი იყო. თითოეული ლექცია სამეცნიერო კვლევას ჰგავდა. შემართებითა და სიყვარულით გვიკითხავდა II კურსიდან სახელმწიფო გამოცდებამდე ახალ ქართულ ენას.
მერე ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა... ბ-ნი თედო უთურგაიძე და ბ-ნი გენადი ბურჭულაძე - დიდი ადამიანები და დიდი მეცნიერები.
დღეს კი, თუ შედგა ჩემგან ფილოლოგი, თუ გამომდის ჩემი საქმე, თუ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, მათი დამსახურებაა...
გული მწუხარებით მიცემს!



3 comments:

  1. ყოველთვის დიდი მოლოდინით ვკითხულობ ამ ნიჭიერი ფილოლოგის შემოქმედებას,გულში ჩამწვდომსა და ემოციურს.წარმატებას გისურვებ რთულ, მაგრამ საინტერესო გზაზე.

    ReplyDelete