თოვლქვეშ მიწამ ნაპრალი გაიკეთა.
ჯერ სითბო იგრძნო, მერე - გულისცემა.
გულისცემას სუნთქვა მოჰყვა.
პაწაწინა რძისფერი ფრთები ამოიწვერა მიწის გულიდან
პეპელას ჰგავდა, მაგრამ გაფრენას არ აპირებდა.
მიწა უფრო თბილი იყო, ვიდრე საბანი, მიწას რომ ეფარა ზემოდან. თუ სციოდა, ეს რატომ დაიფარაო? - გულუბრყვილო ფიქრმა შეაწუხა ახალი სიცოცხლე. წყალი ინატრა, სველმა მიწამ უცებ შეასვა. ძალა ინატრა. მიწამ ძლიერი მკლავები მოხვია და ფესვები გაუმაგრა.
ჯერ თრთოდა, დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით, მერე ცას ახედა. ზეცა უღიმოდა, ლოცავდა და პაწაწინა მძივებად აყრიდა სხივებს.
რამდენიმე წუთში ზეცამ ღიმილი ასწავლა.
გაიღიმა...
ღიმილმა წელში გაასწორა.
მზე ღრუბლებიდან გამობრძანდა, შენიშნა. ხმამაღლა გაიცინა. შეძლო, რამხელა ძალა აქვს, ნახეთ, თოვლისქვეშ დაიბადა!
პაწაწინა ენძელა ნაზად იდგა... უღიმოდა მზეს, ზეცას, ბუნებას ... იდგა და ჯერ კიდევ თოვლში გახვეულ დედამიწას ეჩურჩულებოდა: გილოცავ, ხვალ გაზაფხულია!!!
ქეთევან ილურიძე
26.02. 2018 წელი
Monday, February 26, 2018
Friday, February 23, 2018
Wednesday, February 14, 2018
გული მწუხარებით მიცემს...
გული მწყდება...
მადლიერება არ მაძლევს ნებას, რომ არ დავწერო.
ბ-ნი თედო ჩვენი (927-ე ჯგუფის) უნივერსიტეტი იყო. თითოეული ლექცია სამეცნიერო კვლევას ჰგავდა. შემართებითა და სიყვარულით გვიკითხავდა II კურსიდან სახელმწიფო გამოცდებამდე ახალ ქართულ ენას.
მერე ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა... ბ-ნი თედო უთურგაიძე და ბ-ნი გენადი ბურჭულაძე - დიდი ადამიანები და დიდი მეცნიერები.
დღეს კი, თუ შედგა ჩემგან ფილოლოგი, თუ გამომდის ჩემი საქმე, თუ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, მათი დამსახურებაა...
გული მწუხარებით მიცემს!

Subscribe to:
Posts (Atom)