Friday, January 11, 2019

2018 წლის დეკემბერი (სამოდელო გაკვეთილი მე-9 კლასში)


                                                                    სამოდელო გაკვეთილის გეგმა

        (პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი)


მასწავლებლის სახელი და გვარი --- ქეთევან ილურიძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი)
საგანი --- ქართული ლიტერატურა
კლასი --- IX2
თარიღი --- 2018 წლის  19დეკემბერი
მოსწავლეთა რაოდენობა ---15
გაკვეთილის თემა ---ომი და ომის შედეგები ნ. შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით
გაკვეთილის მიზანი --- შეფარული მთავარი სათქმელის ძიება ტექსტში. მწერლის მიერ წარმოდგენილი ლექსიკის მხატვრული       ღირებულების განსაზღვრა
სტანდარტი ----
ქართ.I X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;

ქართ. IX. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

·         აკონტროლებს საკუთარ ხმას, მიმიკას და ჟესტიკულაციას;
·         არ არის ზედმეტად კატეგორიული;
 
ქართ.I X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

·         გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.)


 ქართ.I X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

·         მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ციტატებს და ურთავს კომენტარებს.

რესურსები ---I X კლასის სახელმძღვანელო (ქართული ენა და ლიტერატურა, ვ. როდონაია, მ.გიგინეიშვილი, ლ. გრიგოლაშვილი 2012წ.)
                            ფორმატები, მარკერები
                             დამატებითი ლიტერატურული მასალები ( ბარათებზე ამოწერილი ციტირებები)
                             ეფასების სქებემი
                             პლაზმური დაფა
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
მივესალმები მოსწავლეებს. გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს. შევახსენებ კლასის ორგანიზების ფორმის (წყვილებში) მუშაობის წესებს.ასევე გავაცნობ შეფასების სქემებს, რომლებიც წინასწარ გამოკრული გვექნება საკლასო ოთახში.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკები
2წთ
2
პრობლემის გამოსაკვეთად მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს:
რომელი ისტორიული ფაქტი უდევს საფუძვლად ამ ნაწარმოების შექმნას?
რა იციან აფხაზეთის ომის შესახებ?
ვინ არის მთხრობელი?
სად დაიბადა და სად გაატარა ადრეული ყრმობა ბიჭმა?
როგორ მოხვდა თბილისში?
როგორ შეცვალა გამოქცეულების ცხოვრება ბედისწერამ?
რატომ მოხვდა ბიჭი ქუჩაში?(რას ითხოვს ე. წ. ,,ქუჩის ცხოვრება“ მისგან?)
რატომ გადაწყვიტა მამის ნახვა?
დაძლეული აქვს შიში თუ საკუთარ თავს არწმუნებს ამაში?
როგორ იქცევა ბიჭი, როდესაც თავიანთ ,,ნასახლარში“ შევა? რა ლიტერატურულ-სიმბოლური დატვირთვა აქვს მის სათამაშო დათუნიას? რატომ მოაქვს ის თბილისში?
საკვანძო კითხვა-რისთვის სჭირდება ნ. შატაიძეს  პატარა ბიჭის თავგზაარეული ცხოვრების ჩვენება ?რატომ იყენებს ის ვულგარიზმებსა და ჟარგონებს ამ ბიჭის მეტყველების დროს?


დემონსტრირება

კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან

8წთ
3
პრობლემის გასააზრებლად, ვთხოვ მოსწავლეებს, რომ წაიკითხონ საშინაო დავალება ( დავალებად ჰქონდათ თემა ,,რა არის ბავშვობა?“)
რამდენიმე თემის წაკითხვის შემდეგ დავუბრუნდებით ნაწარმოებს. გაიაზრებენ, ჰქონდა თუ არა თედოს დაკარგული ბავშვობა? სახიფათოო მოგზაურობით მამას ეძებს თუ წარსულს, სადაც მამაცაა, ბავშვობაც და ლამაზთვალება დედაც? რას პოულობს? (რა ლიტერატურული დატვირთვა აქვს ტექსტში  სათამაშოს - ,,დათუნია გერასიმეს“?)
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან

10წთ
4
შემდეგ მოსწავლეებს დავურიგებ ბარათებს, რომლებშიც მოცემული იქნება ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ომზე. ასევე მე-8 კლასში ნასწავლი ლექსიდან შოთა ნიშნიანიძის ,,აფხაზური კანტატა“. დავავალებ წყვილებში განიხილონ მოცემული გამონათქვამი და დაუკავშირონ ნაწარმოების კონკრეტულ ეპიზოდებს.


ინდივიდუალური
ფორმატი
6წთ
5
წყვილების პრეზენტაციის შემდეგ გადავალთ მსჯელობაზე -რამ შეცვალა ბიჭის ცხოვრება? რამ დაშალა ოჯახი?რამ წაართვა მოზარდს ბავშვობა? რამ შეცვალა მისი ლექსიკა, სხვა შემთხვევაშიც ისაუბრებდა თუ არა ასეთი სიტყვებით?
ვერბალური
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური

5წთ
6
ერთად შევავსებთ წინასწარ შედგენილ დიაგრამას ( ბიჭის ცხოვრება ომამდე და ომის შემდეგ)ცხრილის ანალიზის შემდეგ გადავალთ საკითხის შეჯამებაზე.
კითხვა- პასუხი
ინდივიდუალური

3წთ
7
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებას პრობლემის გადასაჭრელად. იპოვიან ნაწარმოების მთავარ სათქმელს, განსაზღვრავენ , რატომ ,,ალაპარაკებს“ მწერალი ბიჭს ვულგარიზმებითა და დიალექტებით.

ვერბალური
მთელ კლასთან
პლაზმური ეკრანი
5წთ
8
მივცემ საშინაო დავალებას
დაწერონ ესე - ,,ომობანა ცუდი თამაშია“;
მოიძიონ და წაიკითხონ იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,ნუ ითამაშებ, შვილო, ომობანას“
ინსტრუქტაჟი
მთელ კლასთან

3წთ
9
შევაფასებ მოსწავლეებს  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. შევაფასებ საშინაო დავალებებსა და კლასში მუშაობას.
ვერბალური
წყვილებთან
ინდივიდუალურად
მთელ კლასთან

3წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოებებიდან ქვეტექსტების ამოკითხვას
მოსწავლეები შეძლებენ არგუმენტირებული მსჯელობის დროს ტექსტიდან სათანადო მაგალითების მოყვანას
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ წყვილებში მუშაობის უნარ- ჩვევები
მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თვალსაზრისის მკაფიოდ ჩამოყალიბებას, თანაკლასელების თვალსაზრისის მოსმენასა და მის კრიტიკას
მოსწავლეები შეძლებენ ამონარიდების ტექსტთან დაკავშირებას და მასზე მსჯელობას.
მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის გადაჭრას ---იპოვიან ნაწარმოების შეფარულ მთავარ სათქმელს. განსაზღვრავენ ნაწარმოებში წარმოდგენილი ლექსიკის მხატვრულ ღირებულებას.

ხელმოწერა   ქ.ილურიძე

თარიღი  10.12.2018 წელი