რას ნიშნავს მასწავლების პროფესიული ზრდა?! რა მიზანს ემსახურება ე.წ. სქემა?! რატომ მიანიჭეს მასწავლებლებს სტატუსები და რას ითხოვენ ამ სტატუსების შენარჩუნების ან ამაღლებისათვის?! რას აძლევს მასწავლებელს პროფესიულ საქაღალდეში ატვირთული პირადი სამოქმედო გეგმა?! რას ემსახურება ე. წ. რეფლექსიების წერა თითოეული აქტივობის განხორციელების შემდეგ?! მასწავლებლების რამდენი პროცენტისათვის არის რეფლექსია საკუთარი აქტივობის კვლევა?! ვინ წერს და ვინ იწერს?!დღეს რის მიხედვით არჩევენ მასწავლებლები ტრენინგებს - თემების აქტუალურობის თუ კრედიტების რაოდენობით...
საინტერესოა და დასაფიქრებელი - ,,კრედიტების შემგროვებელი " მასწავლებელი რამდენად იზრდება პროფესიულად?! რამდენად იცლის მოსწავლეებისათვის?! რიგ შემთხვევაში 0,5 კრედიტიანი აქტივობა ( მაგალითად, სასწავლო ან სოციალური პროექტები) გრძელვადიან შრომას მოიაზრებს, საინტერესოა, ვინ როგორ და რის ხარჯზე აკეთებს ამას?!
რა არის მასწავლებლობა?
ისწავლება თუ არა მასწავლებლობა?
ვინ არის მასწავლებელი?
როგორ უნდა გაიზარდოს ის პროფესიული თვალსაზრისით?
მასწავლებლობა შინაგანი გამოძახილია. ეს არის საგნის ცოდნა, მართვის უნარები, სწავლება, მოსწავლეების სიყვარული, პასუხისმგებლობა, უმცროსებთან მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული; ეს ყოველდღიური ზრდაა, ჯანსაღი გარემოსათვის ზრუნვაა, სიფრთხილეა და განსაკუთრებული დაკვირვება. საკუთარ ავტორიტეტზე ზრუნვაა, ყოველი დღის, ყოველი გაკვეთილის მიზნობრივად დაგეგმვაა. ნუთუ შეიძლება, ეს პროცესი ვადებში ჩავსვათ?! ნუთუ შეიძლება, მასწავლებლების თავდაუზოგავ შრომას მივამატოთ ,,ექვსთვიანი კვლევა" სტატუსის ასამაღლებლად მაშინ, როცა მას ევალება სამშობლოს ღირსეული მოქალაქეები გაუზარდოს. რა უნდა გამოიკვლიოს, რას უნდა დააკვირდეს, რა უნდა წეროს 2 კრედიტის მოსაპოვებლად?! კარგი მასწავლებელი ხომ ისედაც საკუთარ პრაქტიკას ძირითადად კვლევებითა და დაკვირვებებით იღრმავებს. ვისთვის უნდა წეროს რეფლექსია? კარგი მასწავლებელი ხომ ისედაც ბევრს ფიქრობს საკუთარ შრომაზე. მარტო დარჩენილი აანალიზებს, რა გააკეთა, რატომ გააკეთა, როგორ სჯობდა...სწორედ ამ ფიქრში იბადება ახალი აზრები, შეხედულებები, ახალი სტრატეგიები...ამას რად უნდა კრედიტქულები?! მასწავლებლობა ხომ ამას ისედაც მოიაზრებს.
ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება, რასაკვირველია, ზრდის მასწავლებლის პროფესიონალიზმს. კათედრაზე საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელია. რას ნიშნავს გარედაკვირვება?! რამდენად კარგია ეს მოსწავლეებისათვის?! გაიგზავნოს ხუთი გაკვეთილის გეგმა. რა თქმა უნდა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ განსაზღვრეთ, მასწავლებელი რამდენ დროს უთმობს ამ ხუთ ,,სცენარს"...აქ ისიც გასარკვევია, ვინ არის ,,სცენარის ავტორი" და ,,რეჟისორი"...დაკარგული დრო კი "მასწავლებლის ბედის გადამწყვეტია" და არა მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა.
მასწავლებელი ''მწყემსი კეთილია". მან თავისი "სამწყსო" სწორი გზით უნდა ატაროს. საკუთარი საქმე უნდა უყვარდეს და აცნობიერებდეს, რომ სამშობლოს მომავალი მის ხელშია.
ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. თუ მას საკუთარი პროფესიონალიზმის ზრდა არ შეუძლია, ის ვერც მოსწავლეს გაზრდის. ბევრი უნდა იკითხოს, მუდმივად უნდა სწავლობდეს როგორც საკუთარ საგანს, ასევე პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას. იყოს ტრადიციებზე ამოზრდილი თანამედროვე, ერკვეოდეს მოზარდთა ინტერესებში. ეს უწყვეტი პროცესი უნდა იყოს და არა ,,სამწლიანი". მასწავლებლობა სიკეთეა. შეიძლება, სიკეთეს დრო შეურჩიო და განსაკუთრებულ ჩარჩოში მოაქციო?!
"სქემამ" მასწავლებლებს სტატუსები მიანიჭა.გავხდით "პრაქტიკოსი", "უფროსი", "წამყვანი" მასწავლებლები. სამხედრო პირები ჩინს რომ მიიღებენ, მერე ცდილობენ, რომ ღირსეულად ატარონ ის. მასწავლებლებმა კი უნდა იზრუნონ, რომ სამი წლის შემდეგ არ " წაართვან" სტატუსი, რომელიც, ალბათ, დაიმსახურეს.
***
მასწავლებელი ბევრს მუშაობს. მისი მიზანი განათლებული და ღირსეული მოქალაქეების აღზრდაა. დღეს, სამწუხაროდ, სქემა ისეთ საქმეებს მოითხოვს, რომ მასწავლებლის შრომა მთავარ მიზანს შორდება. სამწუხაროდ, აქტივობები, რომლებიც კრედიტების მოსაგროვებლად ხორციელდება, მასწავლებლებს საკუთარ სტატუსებზე დააფიქრებს და არა მოსწავლეების განათლებაზე. ვიფიქროთ ბევრი, დროის არასწორმა ხარჯვამ ჩვენი " სამწყსო" გზას არ ააცდინოს, " მწყემსო კეთილებო"!
ცუდია, როცა საქმე მიზანს შორდება!
ქეთევან ილურიძე
25 ნოემბერი
2018 წ.
Monday, November 26, 2018
Friday, November 23, 2018
ანონიმური წერილი
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა IX კლასელებს აბრაამ ლინკოლის წერილი გააცნო "შვილის მასწავლებელს". შემდეგ დაავალა, რომ შეერჩიათ მასწავლებელი და მისთვის წერილი მიეწერათ. მეც გავხდი ერთ-ერთი წერილის ადრესატი. ვკითხულობ ამ სტრიქონებს და გული საოცარი ძალით მევსება.
დიდი მადლობა, ელენე!
დიდი მადლობა, ელენე!
Sunday, October 28, 2018
ტრენინგი თემაზე "ბულინგი", ჩემ მიერ შედგენილი გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
საგანი: ქართული
ლიტერატურა
მასწავლებელი:
ქეთევან ილურიძე
( არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის
წამყვანი მასწავლებელი )
სწავლების საფეხური/კლასი:
VI1
მოსწავლეთა რაოდენობა:
20
თემა:
ბულინგი რეზო ჭეიშვილის „სურათებიანი წიგნის“ მიხედვით
მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ ბულინგის რაობის გააზრებას; მოთხრობაში წარმოდგენილი „ჯუნგლის
კანონს“ დააკავშირებენ მასთან; დაახასიათებენ მოძალადეს და მოკლეშარვლიან ბიჭს. ქვეტექსტებში
ამოიკითხავენ ნაწარმოების იდეას - „სიკეთით სძლიე შენს მტერსა.“
ესგ.:
ქართ. დაწყ. (II)
2; ქართ. დაწყ (II)
7.
ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნები:
1.
შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება
2.
იყოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე
№
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1.
|
საორგანიზაციო
საკითხები: სიის ამოკითხვა, თემისა და მიზნის გაცნობა, შეფასების
კრიტერიუმების გაცნობა
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
შეფასების კრიტერიუმები, დაფა, ცარცი
|
5წთ.
|
2.
|
პრობლემის იდენთიფიცირება
და ანალიზი---კითხვებით გავარკვევ, რა არის აუცილებელი ჯანსაღი
ურთიერთობებისათვის, რა სწყინთ და რა სიამოვნებთ თანაკლასელებთან ან სკოლელებთან
ურთიერთობის დროს. იციან თუ არა რა არის ბულინგი. კითხვა-პასუხის შედეგად ჩამოყალიბებულ
ბულინგის განმარტებას დავწერთ დაფაზე
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
|
დაფა, ცარცი
|
10წთ.
|
3.
|
პრობლემის დანაწევრება
და იდეების გენერირება ---გადავალ გაკვეთილის მთავარ თემაზე- რ. ჭეიშვილის
„სურათებიანი წიგნი“. მოსწავლეებს დავავალებ, გადაშალონ სახელმძღვანელოები , დავურიგებ
წინასწარმომზადებულ ვარაუდების სქემას, დავაწყებინებ კითხვას პაუზებით. ჩემ მიერ
განსაზღვრულ ეპიზოდებთან შევაჩერებ, დავაწერინებ, მათი ვარაუდით, როგორ განვითარდება
მოვლენები (ისე როგორც მოძალადე მთხრობელი ფიქრობს, თუ სხვაგვარად). მოსწავლეები
ვარაუდების გამოთქმისას ახსნიან საკუთარ პოზიციას, რატომ ფიქრობენ ასე.
|
პაუზებით კითხვა
|
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო, ვარაუდების სქემა, კალამი
|
15 წთ.
|
4.
|
შეჯამება---მოთხრობის
გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს დავავალებ, შეაჯამონ- ელოდნენ თუ არა ასეთ დასასრულს, რა უარყოფითს ხედავენ
„ჯუნგლის კანონებით“ ცხოვრების დროს, არის თუ არა ამ ფორმით ცხოვრება ბულინგი, აუცილებელია
თუ არა ჩაგვრის დროს შურისძიება, როგორ დაახასიათებენ ბულინგის წევრმხარეებს- მოძალადესა
და ჩაგრულს.შეუძლიათ თუ არა ნაწარმოების თემა დააკავშირონ ცხოვრებისეულ ფაქტებთან.
მსჯელობის დროს უნდა გამოკვეთონ მოთხრობის იდეა („სიკეთით სძლიე შენს მტერსა“) იდეამდე
მისასვლელად დავუსვამ კითხვას, რატომ ვერ შეძლო მოძალადემ მოკლეშარვლიანი ბიჭის დაჩაგვრა?
|
დისკუსია
|
მთელ კლასთან
|
10წთ.
|
|
5.
|
შეფასება
(მოსწავლეებს შევაფასებ როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასებით)/ იხ.
შეფასების სქემა.
|
ვერბალური ახსნა
|
ინდივიდუალური
|
შეფასების სქემა
|
3წთ.
|
6.
|
საშინაო დავალება
(მოსწავლეებს დავავალებ, შინ რამდენჯერმე ისევ წაიკითხონ მოთხრობა და დაწერონ თემა
-„როგორ იცვალა ფერი მჩაგვრელმა“).
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელ კლასთან
|
რვეული, კალამი
|
2წთ.
|
შედეგები : მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ ბულინგისა და ,,ჯუნგლის კანონის“
ერთმანეთთან დაკავშირება. მოთხრობის იდეის გააზრებით იგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა
ადამიანებთან ურთიერთობის დროს.დაინახონ წიგნის
ძალა ადამიანთა ცხოვრებაში.ასევე, გამოუმუშავდეთ
ტექსტზე მუშაობის უნარები - გააზრება, მსჯელობა
და დასკვნის გამოტანა.
რესურსები :
1. ქართული
ლიტერატურა მე-6 კლასი, ავტორები: ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული,
,,სწავლანი“, 2018 წელი.( მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები)
2. ვარაუდების
სქემები
3. მოსწავლეთა
შეფასების სქემა
4. კალმები,
საკლასო-საშინაო წერის რვეულები
5. დაფა,
ცარცი
მოსწავლეთა შეფასების სქემა
მე-6 კლასი
რ. ჭეიშვილის ,,სურათებიანი წიგნი“
ინდიკატორი
|
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-3
|
2-1
|
ტექსტზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
|
კარგად მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე
სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან. ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ დეტალებზე, გაიაზრებს
მათ ნაწარმოების საერთო კონტექსტში.
|
მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა
უჭირს სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან შეხედოს საკითხს. ყურადღებას ამახვილებს
მთავარ საკითხზე, თუმცა უჭირს დეტალებზე მსჯელობს.
|
მეტ-ნაკლებად მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე.
ზედაპირულად უყურებს საკითხს სხვადასხვა პესონაჟს პოზიციიდან. ყურადღებას ნაკლებად
ამახვილებს კონკრეტულ დეტალებზე, უჭირს მათი გააზრება ნაწარმოების საერთო კონტექსტში.
|
ნაკლებად მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე.
ყურადღებას ზედაპირულად ამახვილებს ზოგიერთ დეტალზე; ვერ იაზრებს მათ ნაწარმოების
საერთო კონტექსტში.
|
ვერ მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე,
უჭირს დასკვნის გამოტანა.
|
ქეთევან ილურიძე
2018-2019 სასწავლო წლის 25 ოქტომბერი
Saturday, September 22, 2018
შემოდგომა
დამწიფებულიყო მზეც...
ცაც მისი იყო და დედამიწაც.
მისი ყვითელი, ატლასის მოსასხამის შრიალი ისმოდა.
ქარვისფერ მტევნებშიც ცხორობდნენ მზის სხივები... მარცვლებში ჩამსხდარიყვნენ, იჭყიტებოდნენ ფოთლებიდან... ვენახი სითბოთი იყო სავსე, სიმყუდროვეს ფუტკრების ბზუილი არღვევდა. ისინის ფრთააფარფატებულები უახლოვდებოდნენ მტევნებს, მათში ჩასახლებული სხივებს ერიდებოდნენ თითქოს.
მზის შვილები ყველგან იყვნენ...
სიმინდს ბაჯაღლოსფერი მარცვლები...
ძოწისფერი ბურთები, ბროწეულის გადამსკდარი კანიდან რომ იჭვრიტებიან...
ჩაშაქრებული გულაბი მსხლები, ტოტები რომ დაუმძიმებიათ.
მიწაზე წამოგორებული გოგრები, სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნებიერა შვილები...
დამწიფებულიყო მზე... გავსებულსა და ჩახჩახასთითქოს თავისი სიმძიმის ცაც დაბლა ჩამოეწია. სიოს დაბერვაზე საამოდ ირწეოდა. ირწეოდა და ბედნიერად იწერებოდა...
ყურძნის ჩამწიფებული, მზეჩასახლებული მტევნები საწნახელზე ფიქრობდნენ...
ურმის ჭრიალი ჭრიჭინებს აკრთობდა...
შემოდგომას კი უკვირდა...
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ნეტა მზე რაღამ დაამწიფაო?!
ქ. ილურიძე
ცაც მისი იყო და დედამიწაც.
მისი ყვითელი, ატლასის მოსასხამის შრიალი ისმოდა.
ქარვისფერ მტევნებშიც ცხორობდნენ მზის სხივები... მარცვლებში ჩამსხდარიყვნენ, იჭყიტებოდნენ ფოთლებიდან... ვენახი სითბოთი იყო სავსე, სიმყუდროვეს ფუტკრების ბზუილი არღვევდა. ისინის ფრთააფარფატებულები უახლოვდებოდნენ მტევნებს, მათში ჩასახლებული სხივებს ერიდებოდნენ თითქოს.
მზის შვილები ყველგან იყვნენ...
სიმინდს ბაჯაღლოსფერი მარცვლები...
ძოწისფერი ბურთები, ბროწეულის გადამსკდარი კანიდან რომ იჭვრიტებიან...
ჩაშაქრებული გულაბი მსხლები, ტოტები რომ დაუმძიმებიათ.
მიწაზე წამოგორებული გოგრები, სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნებიერა შვილები...
დამწიფებულიყო მზე... გავსებულსა და ჩახჩახასთითქოს თავისი სიმძიმის ცაც დაბლა ჩამოეწია. სიოს დაბერვაზე საამოდ ირწეოდა. ირწეოდა და ბედნიერად იწერებოდა...
ყურძნის ჩამწიფებული, მზეჩასახლებული მტევნები საწნახელზე ფიქრობდნენ...
ურმის ჭრიალი ჭრიჭინებს აკრთობდა...
შემოდგომას კი უკვირდა...
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ნეტა მზე რაღამ დაამწიფაო?!
ქ. ილურიძე
Sunday, June 17, 2018
რა უნდა ღრუბელს დედამიწაზე?!
რა უნდა ღრუბელს დედამიწაზე?!
ხევის სურვილმა ჩამოიყვანა...
ციდან ჩამოჰყვა თურმე გრძელ კიბეს,
თერგის ხმაური რომ აეტაცა...
ფრთხილად შეახო ხელი მთის მწვერვალს,
ფიქრებმა გულზე გადაუარა...
გერგეთის მადლით ისე აივსო,
ყვავილებს წყალი პეშვით ანამა...
ღრუბელმა ფეხი დადგა მიწაზე,
მიწამაც წამით სული განაბა...
ცის სიახლოვეს თუკი აივლი,
უფრო ადვილად ჰპოვებ ასავალს...
ცისა და მიწის ერთიანობა
ყაზბეგის მთებზე ღრუბელმა ხატა...
რა უნდა ღრუბელს დედამიწაზე?!
ქართულმა სითბომ ჩამოიყვანა!
ქეთევან ილურიძე
17/VI/2018წელი
ხევის სურვილმა ჩამოიყვანა...
ციდან ჩამოჰყვა თურმე გრძელ კიბეს,
თერგის ხმაური რომ აეტაცა...
ფრთხილად შეახო ხელი მთის მწვერვალს,
ფიქრებმა გულზე გადაუარა...
გერგეთის მადლით ისე აივსო,
ყვავილებს წყალი პეშვით ანამა...
ღრუბელმა ფეხი დადგა მიწაზე,
მიწამაც წამით სული განაბა...
ცის სიახლოვეს თუკი აივლი,
უფრო ადვილად ჰპოვებ ასავალს...
ცისა და მიწის ერთიანობა
ყაზბეგის მთებზე ღრუბელმა ხატა...
რა უნდა ღრუბელს დედამიწაზე?!
ქართულმა სითბომ ჩამოიყვანა!
ქეთევან ილურიძე
17/VI/2018წელი
Sunday, June 10, 2018
ჩემი შეხედულება ექსკურსიაზე
მასწავლებლის პროფესია მუდმივი პასუხისმგებლობაა. ერთ-ერთი საპასუხისმგებლო აქტივობა შენობის გარეთ დაგეგმილი ღონისძიებაა. სად წაიყვანო? როგორ წაიყვანო? რაზე გაამახვილო მეტი ყურადღება? არაფერი გამოგეპაროს... უყურებ ცას, არ გაგიწვიმდეს, არ გაგიცივდნენ; მგზავრობა არ გაჭირდეს. (ტრანსპორტზე ნაკლებად დარდობ, ჩვენი სკოლა ზრუნავს მის უსაფრთხოებააზე).
ჩემს მეგობრებს უთქვამთ: რა ძალა გადგია? თავს რატომ იტკიებო?! თავის ატკიებაა, მაგრამ ესეც რომ საჭიროა?! ერ არ არის გართობა... გართობით სწავლაა და გართობის დროს აღმზრდელის დაკვირვება. ვის უჭირს ურთიერთობები, ვინ ვერ "იხსნება", ვის შეუძლია სითბოს გამოხატვა, ვინ არის სოციუმს განდგომილი,... თურმე ის მღერის, ის ძალიან ლაღია, ის კი საოცარი მზრუნველობით გამორჩეული. გაკვეთილის მოყოლის დროს არ შეგინიშნავს, რომ დედის სითბოს ეძებს შენში, უნდა მოვიდეს, მოგეხვიოს და გითხრას, რომ უყვარხარ...ის კი კრძალვითა და მოწიწებით შესცქერის იმ ეროვნულ-კულტურულ სიძველეებს, რომლებთანაც მიიყვანე და აჩვენე. არადა, ფიქრობდი, რომ ეს ცელქი ბიჭი უინტერესო იყო. ხომ არ გშიაო? გზაში ჰკითხე და გაკვირვებულმა შემოგხედა... მორიდებით გამოგართვა ბუტერბროდი. მერე დაჯექი მათთან ერთად და ითამაშე, მათ ხუმრობებზე იცინე და თავადაც იხუმრე... ზომიერება შეინარჩუნე და ისინიც მიხვდნენ, სადამდე შეეძლოთ "გასვლა".
7 საათზე ავტობუსში უნდა ვისხდეთო, რომ უთხარი, შეწუხდნენ, მაგრამ 7 საათს 10 წუთი აკლდა, რომ უკვე ისხდნენ... ეფერები და ხვდები, ორშაბათიდან კიდევ უფრო შენები რომ იქნებიან..
ერთად ხართ-შენ, მშობელი და მოსწავლე- ვერ გათითოკაცდებით, თუ გინდა, რომ დასახული მიზნები ბოლომდე მიიყვანო.
გზაში ისევ ნერვიულობ... (არ იმჩნევ!)
მერე სათითაოდ არკვევ, სახლამდე როგორ მივიდნენ.
ბრუნდები დაღლილი, ენერგიაგამოლეული და ფიქრობ, რა გაგიკეთებია, რა გაქვს გასაკეთებელი, ვის როდის უნდა უთხრა, როგორ უთხრა... არა! არაფერი არ უნდა გამოგეპაროს...
კარგად დაგეგმილი ექსკურსია ერთი დიდი გაკვეთილია, შენთვისაც, მშობლებისათვისაც, მოსწავლეებისთვისაც... რთული და საპასუხისმგებლო გაკვეთილი!
რთულია, მაგრამ ამასაც გავართმევთ თავს...მთავარია ------
ღმერთმა ყოველთვის მშვიდობიანად გვამგზავროს!
ქეთევან ილურიძე
10 ივნისი
ჩემს მეგობრებს უთქვამთ: რა ძალა გადგია? თავს რატომ იტკიებო?! თავის ატკიებაა, მაგრამ ესეც რომ საჭიროა?! ერ არ არის გართობა... გართობით სწავლაა და გართობის დროს აღმზრდელის დაკვირვება. ვის უჭირს ურთიერთობები, ვინ ვერ "იხსნება", ვის შეუძლია სითბოს გამოხატვა, ვინ არის სოციუმს განდგომილი,... თურმე ის მღერის, ის ძალიან ლაღია, ის კი საოცარი მზრუნველობით გამორჩეული. გაკვეთილის მოყოლის დროს არ შეგინიშნავს, რომ დედის სითბოს ეძებს შენში, უნდა მოვიდეს, მოგეხვიოს და გითხრას, რომ უყვარხარ...ის კი კრძალვითა და მოწიწებით შესცქერის იმ ეროვნულ-კულტურულ სიძველეებს, რომლებთანაც მიიყვანე და აჩვენე. არადა, ფიქრობდი, რომ ეს ცელქი ბიჭი უინტერესო იყო. ხომ არ გშიაო? გზაში ჰკითხე და გაკვირვებულმა შემოგხედა... მორიდებით გამოგართვა ბუტერბროდი. მერე დაჯექი მათთან ერთად და ითამაშე, მათ ხუმრობებზე იცინე და თავადაც იხუმრე... ზომიერება შეინარჩუნე და ისინიც მიხვდნენ, სადამდე შეეძლოთ "გასვლა".
7 საათზე ავტობუსში უნდა ვისხდეთო, რომ უთხარი, შეწუხდნენ, მაგრამ 7 საათს 10 წუთი აკლდა, რომ უკვე ისხდნენ... ეფერები და ხვდები, ორშაბათიდან კიდევ უფრო შენები რომ იქნებიან..
ერთად ხართ-შენ, მშობელი და მოსწავლე- ვერ გათითოკაცდებით, თუ გინდა, რომ დასახული მიზნები ბოლომდე მიიყვანო.
გზაში ისევ ნერვიულობ... (არ იმჩნევ!)
მერე სათითაოდ არკვევ, სახლამდე როგორ მივიდნენ.
ბრუნდები დაღლილი, ენერგიაგამოლეული და ფიქრობ, რა გაგიკეთებია, რა გაქვს გასაკეთებელი, ვის როდის უნდა უთხრა, როგორ უთხრა... არა! არაფერი არ უნდა გამოგეპაროს...
კარგად დაგეგმილი ექსკურსია ერთი დიდი გაკვეთილია, შენთვისაც, მშობლებისათვისაც, მოსწავლეებისთვისაც... რთული და საპასუხისმგებლო გაკვეთილი!
რთულია, მაგრამ ამასაც გავართმევთ თავს...მთავარია ------
ღმერთმა ყოველთვის მშვიდობიანად გვამგზავროს!
ქეთევან ილურიძე
10 ივნისი
Friday, June 8, 2018
"ბლუმის ტაქსონომია-ანალიტიკური აზროვნების განვითარებს გზა"
ბლუმის ტაქსონომია - ანალიტიკური აზროვნების განვითარების გზა
ქართული ლიტერატურის
გაკვეთილების ძირითადი მიზანი მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. ამის
მისაღწევად მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობასა და მეთოდს ვიყენებთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი
საუკეთესო გზა ბლუმის ტაქსონომიაა.
„ტაქსო“ ბერძნული
სიტყვაა და რიგის მიხედვით განლაგების კანონს ნიშნავს. ბლუმის პედაგოგიური მიზნების
ტაქსონომია ეხმარება მასწავლებელს, გაერკვეს სწავლების მიზნებში და ეს მიზნები დაალაგოს მათი მნიშვნელობის მიხედვით.
ბლუმის კოგნიტური მიზნების იერარქიაში გამოიყოფა ექვსი კლასი - დაბალიდან მაღალი დონისაკენ:
1
ცოდნა à გაგებაàგამოყენებაàანალიზიàსინთეზიàშეფასება
ამ საფეხურების
გათვალისწინებით ნაწარმოებების შესწავლის დაგეგმვა მოსწავლეებს გაუადვილებთ ტექსტის
გაგებას, გააზრებას, ქვეტექსტების ამოკითხვას, მორალურ-ეთიკური პრობლემების ამოცნობასა
და განზოგადებას, პერსონაჟებისა და ლირიკული გმირების შინაგანი სამყაროს „გახსნას“,
მხატვრული ღირებულებების შეფასებას. თუ დავუკვირდებით, ექვსივე საფეხურის „ ავლაა“
საჭირო იმისათვის, რომ ნაწარმოები კარგად შეისწავლოს მოზარდმა, შეძლოს მასზე მსჯელობა,
საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება.
VIII კლასში მოსწავლეები
სწავლობენ ნ. ბარათაშვილის ლექსს “ ფიქრნი მტკვრის პირას“.ლექსი ფილოსოფიური ხასიათისაა,
ლირიკული გმირი რიტორიკული შეკითხვებით მკითხველს მოუწოდებს იფიქროს: „ მაინც, რა არის
ჩვენი ყოფა- წუთისოფელი?“რატომ მოვედით ამ ქვეყნად? როგორები ვართ ჩვენ, ადამიანები?
ღირდა თუ არა წუთისოფელში მოსვლა?პოეტი ცდილობს, არგუმენტებით ( ორი მეფის ცხოვრების
მაგალითით) გასცეს პასუხები კითხვებს.
13-14 წლის მოზარდებისათვის,
ფაქტობრივად, ეს ლექსი ადამიანად ყოფნის სირთულეებზე დაფიქრების საწყისს წარმოადგენს.
ამ დროს ჩამოყალიბებული შეხედულებები არაერთხელ გაახსენდებათ შემდგომ კლასებშიც, ნ.
ბარათაშვილის „ ფიქრნი მტკვრის პირას“ ხომ საუკეთესო ლიტერატურული პარალელია მსგავსი
თემატიკის ნაწარმოებების შესწავლის დროს. ეს ლექსი მკითხველს საკუთარი თავის შეცნობასა
და შემდგომ წუთისოფელში დასამკვიდრებლად ეხმარება - აპოვნინებს ცხოვრების მიზანს (
„ მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა...“). ამიტომაც, მნიშვნელოვანია ლექსის სიღრმისეული გააზრება და შეფასება, რაშიც
ხელს შეგვიწყობს ბლუმის ტაქსონომია.
I საფეხური (ცოდნა)
გავიგოთ,რა იციან
მოსწავლეებმა ცხოვრებაზე, წუთისოფელზე? რა გაუგიათ წუთისოფლის ამაოებაზე? რატომ იბადება
ადამიანი, რა არის მისი ამქვეყნიური დანიშნულება?
II საფეხური( გაგება)
წავაკითხოთ ლექსი;
გავაპერიფრაზებინოთ; ვამუშაოთ ლექსიკაზე; დავავალოთ, რაც გაიგეს, გადმოსცენ საკუთარი
სიტყვებით.
III საფეხური (გამოყენება)
დავავალოთ ლექსში
მოცემული საკითხები დააკავშირონ ცხოვრებას. დღესაც არიან თუ არა კეთილი და ბოროტი მეფეების
მსგავსი ადამიანები. რა არის მათი ცხოვრებისეული მიზნები?
IV საფეხური ( ანალიზი)
ლექსი დავაშლევინოთ
ნაწილებად:
·
პოეტის მიერ დასმული პრობლემა ( რიტორიკული შეკითხვები:
„ მაინც რა არის ჩვენი ყოფა წუთისოფელი,თუ არა
ოდენ საწყაული აღუვსებელი?“ / „არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება რად იყო
ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?“))
·
არგუმენტებით მსჯელობა დასმული პრობლემის გარშემო (
ორი მეფე...)
·
პრობლემის გადაჭრა ( „ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს...“)
·
მხატვრული საშუალებების ამოკრება და მათი მნიშვნელობების
ახსნა
V საფეხური ( სინთეზი)
დავავალოთ, ლექსის ნაწილები ერთ მთლიანობად
წარმოიდგინონ და მსჯელობის საფუძველზე დაასახელონ, რა არის ლექსის თემა და რა არის
ლექსის იდეა. რა საკითხზე დაფიქრებულა პოეტი და რა საკითხზე დააფიქრებს მკითხველს.
VI საფეხური ( შეფასება)
დავავალოთ,
იმსჯელონ და შეაფასონ ლექსი, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები ლექსში წარმოდგენილ მორალურ-ეთიკურ
პრობლემებზე. აღნიშნონ, რა გამოადგებათ ცხოვრებაში .ლექსის მიხედვით დაწერონ თემები: „ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი
მკვდარსა ემსგავსოს“ ან „ ჩვენ- შვილნი სოფლისა“.
თუ
კარგად დავაკვირდებით, ბლუმის ტაქსონომიით მიწოდებული მხატვრული ნაწარმოები მოსწავლეებს
მიეხმარება, ტექსტის შესწავლის დროს იყვნენ უფრო თანამიმდევრულნი, ამოიკითხონ და გაიაზრონ,გაიგონ
და შეისწავლონ, იმსჯელონ და შეაფასონ - ეს
ყველაფერი კი ანალიტიკური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მიერ განხილული
კონკრეტული მაგალითით კი მოსწავლეები გააცნობიერებენ,
რომ „ ნ. ბარათაშვილი ამ ლექსით ამქვეყნიურ ამაოებაში მარადისობას განჭვრეტს და ჩვენც
წარმავალი, ფუჭი ღირებულებების უარყოფას, ყოფით პრობლემებზე ამაღლებას გვასწავლის“
2
ქეთევან ილურიძე
არასახელმწიფო საერო
სკოლა „ალბიონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის
წამყვანი მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
განათლების ფსიქოლოგია (დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგიური
უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის) თბ.2005წ.
2.
ლ. დათაშვილი, შვილი სოფლისა, ქართველი მწერლები სკოლებში,
თბ. 2007წ.
Wednesday, May 30, 2018
Sunday, May 6, 2018
სოციალური პროექტი "მოზარდი და დანაშაული"
Subscribe to:
Posts (Atom)