რა უნდა ღრუბელს დედამიწაზე?!
ხევის სურვილმა ჩამოიყვანა...
ციდან ჩამოჰყვა თურმე გრძელ კიბეს,
თერგის ხმაური რომ აეტაცა...
ფრთხილად შეახო ხელი მთის მწვერვალს,
ფიქრებმა გულზე გადაუარა...
გერგეთის მადლით ისე აივსო,
ყვავილებს წყალი პეშვით ანამა...
ღრუბელმა ფეხი დადგა მიწაზე,
მიწამაც წამით სული განაბა...
ცის სიახლოვეს თუკი აივლი,
უფრო ადვილად ჰპოვებ ასავალს...
ცისა და მიწის ერთიანობა
ყაზბეგის მთებზე ღრუბელმა ხატა...
რა უნდა ღრუბელს დედამიწაზე?!
ქართულმა სითბომ ჩამოიყვანა!
ქეთევან ილურიძე
17/VI/2018წელი
No comments:
Post a Comment